„სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები გვჭირდება“ – პრემიერი ცვლილებებს აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განათლების სფეროში, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით სერიოზული ძვრები გვჭირდება.
განათლების სფეროში თვისებრივი ცვლილებების შესახებ პრემიერმა ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა და განათლებასთან ერთად, პრიორიტეტულ მიმართულებად ჯანდაცვის სფეროც დაასახელა.
„განათლების სფეროში გვჭირდება, როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თვისებრივად შეიძლება, შეიცვალოს სისტემა, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, განათლების ხარისხი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ახლა ვმუშაობთ. ასევე ჯანდაცვაში გასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი, რასაც სჭირდება კომპლექსური, სისტემური მიდგომა და ამაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება