როდის გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულების ცხრილი აბიტურიენტებისთვის? – გამოცდების ცენტრის პასუხი
“ქულათა გათანაბრების ცხრილი, აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამოქვეყნდება”, – ასე პასუხობს დღეს, 10 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის აბიტურიენტების კითხვას, თუ როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა გათანაბრებული ქულები და შესაბამისად ტესტების რთული ვარიანტები. გამოცდების ცენტრი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, რადგან ეს პროცესი სააპელაციო ნაშრომების ხელახლა გასწორების დროსთან არის დაკავშირებული.
საკუთარი პირველადი შედეგის გასაჩივრების უფლება 2023 წლის აბიტურიენტებს დღეს, 18:00 საათამდე აქვთ და გამოცდების ცენტრი შეახსენებს აპლიკანტებს, რომ შეუძლიათ გაასაჩივრონ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
აბიტურიენტს უკვე შეტანილი აპელაციის გაუქმების უფლებაც აქვს და მას, ვინც 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, გასაჩივრებისთვსი გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება