როდის გახდება ცნობილი ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები და გამოყენებული ტესტები
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტური გუშინ, 13 ბიანვარს დასრულდა. დარჩენილია ბოლო, III ტური და მისი ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ უნდა გამოქვეყნდეს.
მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს დააგროვებს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის მოხვდება.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები, გამოცდების ცენტრში 11 იანვარს გვიპასუხეს, რომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება მონაწილეთა ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულებისთანავე იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება 2022-2023 წლის ეროვნულ ოლიმპიადაზე გამოყენებულ ტესტებს, მათი გამოქვეყნება ოლიმპიადია დასრულების შემდეგ იგეგმება.
ასევე იხილეთ:
- „განათლების სამინისტრო ამჯერად ხარისხის განვითარების ცენტრის მეშვეობით ემუქრება უნივერსიტეტებს“ by ARIS.GE-განათლება
- გვერდი 09:00 საათიდან ჩაირთვება – როგორ დავარეგისტრიროთ პირველკლასელი ონლაინ 20 მაისიდან by ARIS.GE-განათლება
- „გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნებით“ – წესები, რომლებიც აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას უნდა დაიცვას by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე