როდის იწყება უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წელი და პირველკურსელთა რეგისტრაცია (3 სექტემბერი, 14:00)
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია და როდის იწყებენ სწავლას როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები?
EDU.ARIS.GE საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლეებლო დაწესებულებებს დაუკავშირდა და დაადგინა, რომ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, შემდეგი მდგომარეობა გვაქვს:
ინფორმაცია მუდმივად ახლდება
2026 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით (14:00)
საქართველოში აკრედიტირებულ ნებისმიერ უნივერსიტეტს, რომლებიც ამ სიაში ამჟამად არ არის, შეუძლია მონაცემების გამოგზავნა მეილზე: contact@aris.ge-ზე და აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- ალტე უნივერსიტეტი
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
- ევროპის უნივერსიტეტი
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ
- საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- უნივერსიტეტი გეომედი
- ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი
- ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია ბაკალავრიატის/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – ხელშეკრულების გაფორმება: 7-14 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 16-21 სექტემბერი.
სხვა სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 17 აგვისტო-21 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 14-21 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 21 სექტემბერი.
პირველსემესტრელ მაგისტრანტთა რეგისტრაცია მაგისტრატურის/მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – აკადემიური რეგისტრაცია: 26-28 სექტემბერი.
სხვა მაგისტრანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 17 აგვისტო-28 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 21 სექტემბერი-28 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 28 სექტემბერი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პირველკურსელთა პირველადი რეგისტრაცია: 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 21 სექტემბერი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია ფაკულტეტების მიხედვით: 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 28 სექტემბერი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება: 7 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 28 სექტემბერი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე: 7-17 სექტემბერი.
პირველსემესტრელ მაგისტრანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 21 სექტემბერი-5 ოქტომბერი.
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სხვა სტუდენტთა რეგისტრაცია: 7-21 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი (ქართულენოვანი) – 21 სექტემბერი, ბაკალავრიატი (ინგლისურ და რუსულენოვანი) – 5 ოქტომბერი, მაგისტრატურა – 5 ოქტომბერი.
პირველკურსელთა საბუთების მიღება: 31 აგვისტო-4 სექტემბერი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, 5 სექტემბერი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე. საორიენტაციო შეხვედრები: 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით. საგნებზე ონლაინ რეგისტრაციის პირველი ეტაპი: 2-4 სექტემბერი, მეორე ეტაპი: 3-5 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 7 სექტემბერი, მაგისტრატურა – 14 სექტემბერი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად – ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 3 სექტემბრის 15:00 საათიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, დოკუმენტების უნივერსიტეტში წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება: 14 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 28 სექტემბერი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე: 31 აგვისტო-19 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 7-26 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 14 სექტემბერი.
უცხოენოვან, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე – ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 21 სექტემბერი-10 ოქტომბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 28 სექტემბერი-17 ოქტომბერი.
სწავლის დაწყება: 5 ოქტომბერი.
უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების პირველი კურსის სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 19 ოქტომბერს.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების მიღება: 7 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
სწავლის დაწყება: ოქტომბრის დასაწყისი (თარიღი დაზუსტდება).
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
პირველკურსელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად: ელექტრონული რეგისტრაცია – 1-ელი სექტემბრიდან 9 სექტემბრის 18:00 საათამდე, რეგისტრაცია უნივერსიტეტში – 7-10 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 28 სექტემბერი.
პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია: 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
ელექტრონული რეგისტრაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია უნივერსიტეტში: 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კვირის გარდა, 11:00–18:00 საათამდე.
სწავლის დაწყება: 28 სექტემბერი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია: 1-10 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 21 სექტემბერი.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 26 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია: 26 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: საბაკალავრო პროგრამებისა და სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისთვის – 15 სექტემბერი.
სამაგისტრო პროგრამების პირველკურსელთათვის და მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტებისთვის – 3 ოქტომბერი.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა და ბაკალავრიატის სხვა კურსის სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან.
პირველსემესტრელ მაგისტრანტთა რეგისტრაცია: 21 სექტემბრიდან.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 14 სექტემბერი, მაგისტრატურა – 5 ოქტომბერი.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
ბაკალავრიატის სხვა კურსის სტუდენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე, აკადემიური რეგისტრაცია: 8 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 22 სექტემბერი, მაგისტრატურა – 6 ოქტომბერი.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია: 31 აგვისტოს 14:00 საათიდან 2 სექტემბრის 13:00 საათამდე. დოკუმენტების უნივერსიტეტში წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება: 2 და 3 სექტემბერს, 15:00 საათზე.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 7 სექტემბერი.
ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 21 სექტემბერი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია: 1-12 სექტემბერი. დოკუმენტების უნივერსიტეტში წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება: 9-14 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 14 სექტემბერი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა – 15 სექტემბერი.
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სწავლის საფასურის გადახდა: 1-ელი სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით. არასრულწლოვანი პირველკურსელების მიერ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნივერსიტეტში დოკუმენტების წარდგენა: 1-4 სექტემბერი, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
აკადემიური რეგისტრაცია: საგნების არჩევა ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის – 7-12 სექტემბერი, ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის – 12-17 ოქტომბერი.
სწავლის დაწყება: ქართულენოვან პროგრამებზე – 14 სექტემბერი, ინგლისურენოვან პროგრამებზე – 19 ოქტომბერი.
პირველსემესტრელ მაგისტრანტთა რეგისტრაცია ორ ეტაპად – ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 14-19 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 21-26 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 28 სექტემბერი.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
აკადემიური რეგისტრაცია (ბაკალავრები, მაგისტრანტები): 15 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 28 სექტემბერი.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აკადემიური რეგისტრაცია: 14 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 5 ოქტომბერი.
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია ორ ეტაპად: ელექტრონული რეგისტრაცია – 1-ელი სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების გაფორმება და დოკუმენტების დედნების წარდგენა – 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 21 სექტემბერი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა და სამივე საფეხურის სტუდენტთა რეგისტრაცია ორ ეტაპად –
ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით,
აკადემიური რეგისტრაცია: 7-28 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 21 სექტემბერი, მაგისტრატურა – 28 სექტემბერი.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
პირველკურსელთა ონლაინ რეგისტრაცია: 31 აგვისტოდან 6 სექტემბრის 19:00 საათამდე.
სწავლის დაწყება: 5 ოქტომბერი.
პირველკურსელთა რეგისტრაცია საბაკალავრო საფეხურზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 21 სექტემბერი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
პირველკურსელთა და ბაკალავრიატის სხვა კურსის სტუდენტთა (ყველა საბაკალავრო პროგრამაზე, გარდა საექთნო საქმისა) – ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 27 ივლისი-27 აგვისტო, აკადემიური რეგისტრაცია: 9-17 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 21 სექტემბერი.
მაგისტრატურა, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 27 ივლისი-27 აგვისტო, აკადემიური რეგისტრაცია: 16-23 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 28 სექტემბერი.
დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, საექთნო საქმის (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო პროგრამა, დოქტორანტურა – ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 10 აგვისტო-10 სექტემბერი, აკადემიური რეგისტრაცია: 1-8 ოქტომბერი.
სწავლის დაწყება: 12 ოქტომბერი.
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 21 სექტემბერი.
პირველკურსელთა სარეგისტრაციო განაცხადის შევსება: 25 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, დოკუმენტების წარდგენა და სწავლის საფასურის გადახდა: არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 14 სექტემბერი, მაგისტრატურა – 28 სექტემბერი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ
პირველკურსელთა რეგისტრაცია: ვადები აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ კვირაში განისაზღვრება.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 21 სექტემბერი.
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 10 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
სწავლის დაწყება: 28 სექტემბერი.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია: 8 სექტემბრის 14:00 საათიდან 9 სექტემბრის 20:00 საათამდე. უნივერსიტეტში ხელშეკრულების გაფორმება და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტირება: 10 სექტემბერს, 15:00 საათზე.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 14 სექტემბერი.
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 7-25 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: თარიღის განსაზღვრისთანავე ინფორმაცია განახლდება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 31 აგვისტო-18 სექტემბერი.
პირველსემესტრელ მაგისტრანტთა რეგისტრაცია: 11-14 სექტემბერი.
პირველი სემესტრის დოქტორანტების რეგისტრაცია: 11-14 სექტემბერი.
აკადემიური რეგისტრაცია: 7 სექტემბერი-18 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: 14 სექტემბერი.
პირველკურსელთა რეგისტრაცია: 1-ელი სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი (მედიცინის ფაკულტეტის გარდა) – 21 სექტემბერი, მედიცინის ფაკულტეტი – 28 სექტემბერი, მაგისტრატურა – 21 სექტემბერი.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი
პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 31 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის დაწყება: ბაკალავრიატი – 21 სექტემბერი.
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
პირველკურსელთა რეგისტრაცია მედიცინის ფაკულტეტზე ორ ეტაპად: ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10-21 აგვისტო, აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო-4 სექტემბერი.
სწავლის დაწყება: (მედიცინის ფაკულტეტის გარდა) ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 14 სექტემბერი, მედიცინის ფაკულტეტი – 7 სექტემბერი.
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
რამდენი იქნება უნივერსიტეტების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება? – ინტერვიუ თამარ სანიკიძესთან
by ARIS.GE-განათლება
-
გაგრძელდება თუ არა აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებული სტუდენტის დაფინანსება შეუფერხებლად
by ARIS.GE-განათლება