როდის უნდა ჩანაცვლდნენ არაკვალიფიციური მასწავლებლები ახლით – მინისტრის პოზიცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ჩვენ თუ ვაპირებთ, რომ 40 000 მასწავლებელი ჩავანაცვლოთ, ეს ტექნიკურად არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს სხვა 40 000 მასწავლებელი.
ამის შესახებ მან დღევანდელი არაკვალიფიციური (რომელიც ვერ აბარებს საგნის გამოცდას და ვერ ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას) პრაქტიკოსი მასწავლებლების სერტიფიცირებული, მაგრამ სკოლის მიღმა მყოფი პედაგოგებით ჩანაცვლების საკითხზე საუბრისას განაცხადა. საკითხის აქტუალობა კი იმ სიახლემ განაპირობა, რომლის თანახმადაც 3 წლის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კომპეტენციის ვერდადასტურების პირობებშიც კი ის სკოლას არ ტოვებს და მეტიც, კომპეტენციის დადასტურება მას არა სასერტიფიკაციო გამოცდით, არამედ სხვა საშუალებებით შეეძლება.
მინისტრი ფიქრობს, რომ “ჩვენ ძველი მასწავლებელი უნდა განვავითაროთ და მხოლოდ მას შემდეგ გავუშვათ სკოლიდან, რაც შეგვეძლება თქმა, რომ ჩვენ მისი განვითარებისათვის ყველაფერი გავაკეთეთ.”
„ჩვენ განვითარებით უნდა ვიწყებდეთ და შეცდომაა, რომ გამოცდებით დავიწყეთ, რომელსაც მხოლოდ სადამსჯელო შინაარსი აქვს. სისტემა, რომელმაც დაგეგმა ჯერ გამოცდა და მერე რაღაცები, აი ეს სისტემა არ ვარგოდა. საგნის ცოდნასა და პედაგოგობას შორის კავშირი არის ძალიან დაბალი. თქვენ თუ იტყვით, რომ ადამიანი, რომელმაც იცის ქიმია, მისაშვებია ბავშვთან, ეს არის მცდარი დასკვნა. ანუ ის გამოცდა, რომელმაც უწოდა სერტიფიცირებული პედაგოგს, რომელმაც იცის ფიზიკა – არის მცდარი, ეს სისტემა არის მცდარი“, – ამბობს მინისტრი.
მინისტრის მტკიცებით მასწავლებლების ჩანაცვლება მაინც ხდება.
„სადაც გვაქვს არჩევანი, მაგალითად ქალაქის სკოლებში, რეალურად შემომავალი მასწავლებელი გვყავს, ანუ არის არჩევანი შრომის ბაზარზე. ამიტომ, ეს ჩანაცვლება მიდის. პროცენტი რომ ნახოთ, უშვებენ ქალაქის სკოლები მასწავლებლებს და იყვანენ ახლებს. ეს პროცესი დინების 3–5%–ით მიმდინარეობს რაც არის აბსოლუტურად ნორმალური. სადაც არ არის შემომავალი მასწავლებელი – სოფელ ნაბეღლავში, იქ, ბუნებრივია, უფრო რთულია. ეხლა ლაპარაკია იმაზე, რომ სადაც არჩევანი არ გვაქვს, საგნის ცოდნა ავირჩიოთ, თუ პედაგოგიური მიდგომა. თუ გვყავს რა თქმა უნდა ისეთი, რომელიც ათავსებს ორივეს, ავშენდით”,- განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას.
„მასწავლებელმა საკუთარი კომპეტენცია არ დაადასტუროს და სკოლაში დარჩეს, ასეთი რამ არ მოხდება“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება