უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება პედაგოგებს გამოცდის ჩაბარების გარეშეც შეეძლებათ–მინისტრის კომენტარი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებული ვერსიის გასაჯაროება ერთი თვით გადაიდო.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც ცნობილია, სქემის ახალი ვერსიის პრეზენტაცია მინისტრმა ცოტა ხნის წინ სექტემბრის ბოლოსთვის დააანონსა.
„განახლებული ვერსია ერთ თვეში გამოქვეყნდება. შემდეგი ვერსია კიდევ ერთ თვეში და ყოველ მომდევნო თვეს თვისობრივად განახლებული ვარიანტი გვექნება“,– განაცხადა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოქმედი სქემიდან ამოღებულია ფრაზა, რომ თუ პედაგოგი სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, ის სკოლას დატოვებს და მის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება.
„ამის ნაცვლად გაჩნდება ჩანაწერი „თუ არადა იყავი მასე,“– (იხუმრა მინისტრმა).
თუმცა, მინისტრის თქმით, სკოლას მასწავლებლის დათხოვნის უფლება ისევე ექნება, როგორც სხვა რიგით ორგანიზაციებს აქვთ. ეს იქნება დამოკიდებული მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მოსწავლეების მოსწრება–შედეგებზე და დირექციის შეფასებაზე.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე ისაუბრა, იმის შესახებ, რომ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სქემის პირველიდან მეორე საფეხურზე გადასვლისთვის გამოცდა არ ჩააბარონ და ეს კრედიტქულების მოგროვებით მოახერხონ.
„პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის საგნობრივი გამოცდის ჩაბარება არასავალდებულო იქნება. მასწავლებლებს შეეძლებათ, უფროსი მასწავლერბლის საფეხურზე სხვა აქტივობებით დაგროვებული კრედიტქულებით გადავიდნენ. თუ მასწავლებელი შეძლებს 19 ქულა სხვა აქტივობებით დააგროვოს, მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება“,– აღნიშნა მინისტრმა.
„მასწავლებელმა საკუთარი კომპეტენცია არ დაადასტუროს და სკოლაში დარჩეს, ასეთი რამ არ მოხდება“
მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი შეიცვალა–რა წერია განახლებულ კითხვარში
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება