GE

როგორ აფასებენ აბიტურიენტები გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას – პირველი აპრობაციის შედეგები

2016 წლისთვის დაგეგმილი ნაწილობრივ ელექტრონული მისაღები გამოცდის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიის პილოტირების მიზნით, თელავში ერთიანი ეროვნული გამოცდების აპრობაცია გაიმართა. აბიტურიენტებმა აპრობაცია პირველად, ნახევრად ელექტრონული ფორმატით გაიარეს.  აპრობაციაში მონაწილეობას 270 დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იღებდა.

იმიტირებული მისაღები გამოცდა აბიტურიენტებისთვის თელავის მე-8 საჯარო სკოლაში ჩატარდა. მონაწილეებმა ტესტირება ზოგად უნარებში გაიარეს. მოეწყო 20 საგამოცდო სექტორი.

პროცესს პირადად ესწრებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მან მიმდინარე პროცესი Aris.ge-განათლებასთან შეაფასა.

DSC06499,,ბავშვების აქტივობა ძალიან მაღალი იყო. ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა სრულად დაიტვირთა. აღნიშნული ფორმატი ყველა აპლიკანტისთვის უფრო მეტად კომფორტულია. ნაბეჭდი მასალის მომზადების დროს , როგორც გვერდების რაოდენობით, ასევე შრიფტის ზომით შეზღუდულები ვიყავით. აბიტურიენტი ელექტრონულ ვერსიას უფრო უკეთ აღიქვამს ვიდრე ნაბეჭდს. აპრობაციის ერთ-ერთი შედეგი იქნება ისიც, რომ ზუსტად განისაზღვრება ოპერატიული რეაგირებისა და ვითარების მყისიერად გამოსწორების კონკრეტული გზები, რაც  პირველ რიგში, აბიტურიენტის ინტერესების სრულ დაცვას უზრუნველყოფს,“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

აპრობაციის დასასულს, მონაწილე აბიტურიენტებს სპეციალური კითხვარები დაურიგდათ, სადაც მათ ნაწილობრივ ელექტრონულ საგამოცდო ფორმატთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირება შეძლეს.

როგორც ზოგადი უნარების ჯგუფი ხელმძღვანელმა სოფიო დოლიძემ Aris.ge-განათლებას განუცხადა, მომავალში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აღნიშნული კითხვარების განხილვა და მათი შემდგომ საქმიანობაში გათვალისწინება მოხდება. მისივე თქმთ, საცდელი ტესტირება ჩატარდება სხვა ქალაქებშიც.

აპრობაციის დასრულების შემდეგ Aris.ge – განათლებამ  ტესტირებაში მონაწილე აბიტურიენტები გამოკითხა, თუ რამდენად მოსწონთ მათ გამოცდების ეროვნულლი ცენტრის მიერ შეთავაზებული სიახლე და რა გაუჭირდათ ახალი მეთოდის აპრობაციის პროცესში ტესტებზე მუშაობისას

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მეთოდით ჩატარებას Aris.ge-განათლების მიერ გამოკითხული 20  აბიტურიენტიდან 17-მა სიახლეს ძველი, ,,კალმისა და ქალღალდის“ მეთოდი არჩია და ელექტრონული ვერსიის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. 3-მა აბიტურიენტმა კი აღნიშნა, რომ სიახლეს რაიმე კონკრეტული უარყოფითი მხარე არ გააჩნია.

12316134_916477571733650_4409954056416622601_n,,მე ვფიქრობ, რომ ელექტრონული ვერსია არაკომფორტულია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეს არის პატარა შრიფტი, რომლის დანახვაც ჭირს და მხედველობის დაძაბვა გვიწევს. მეორე პრობლემა არის დიაგრამები და ჩასასმელი ცხრილები, რაც ტექნიკურად დიდ დროს გვაკარგინებს,“- განაცხადა თელავის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ გოგა გაგნიძემ.

გიორგი ღაღაშვილის თქმით, მას პრობლემას უქმნის, როგორც კომპიუტერთან დაძაბულ რეჟიმში დიდი დროის გატარება, ასევე მაგიდის სიმცირე, რაც სამუშაო პროცესში არაკომფორტულია.

ნინო ქავთარაშვილი-კურდღელაურის სკოლის მოსწავლე – „თვალი გვეწვებოდა და უფრო მეტად მოსახერხებელი მგონია ფურცელი, ვუდრე კომპიუტერი”.

ერეკლე ჯიმშიტაშვილი – კურდღელაურის სკოლის მოსწავლე “პრობლემა შემექმნა მხედველობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაძაბული ვიჯექი კომპიუტერთან თავიც ამტკივდა. 3 საათი კომპიუტერთან ჯდომა რთული იყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გონებრივად დაძაბული ხარ”

ნინო ჯავშანაშვილიკურდღელაურის სკოლის მოსწავლე – “რაიმე კონკრეტული სირთულე არ მქონია, მე გამიმარტივდა, მაგრამ მაინც ვამჯობინებ, რომ გამოცდა იყოს უწინდელი მეთოდით ჩატარებული.

გიორგი ღაღაშვილი – თელავის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე – “თვალების წვა და თავის ტკივილი მქონდა, შრიფტის ზომა ძალიან მცირეა და იმედია გამოსწორდება. ჩვენი პოზიციის შესახებ დარიკებულ კითხვარებშიც ვისაუბრეთ.”

ვახო გაგნიძე – თელავის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე – “კომპიუტერმა რაიმე კონკრეტული პრობლემა არ შემიქმნა, ჩემთვის სულ ერთია გამოცდა როგორ ჩატარდება, მაგრამ აბიტურიენტების უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, მეც ფურცლის მეთოდს ვამჯობინებდი”.

აღსანიშნავია, გამოკითხულთა უმრავლესობის პრობლემები გამოცდების ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშრებით იდენტურია და ისინი ტესტების შინაარსობრივ სირთულეს არ უჩივიან.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება-ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გარკვეული დეტალები აპრობაციის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპრობაციები თელავის გარდა სხვა ქალაქებშიც ჩატარდება, თუმცა ამ ეტაპზე მომდევნო ქალაქი დაზუსტებული არ არის.

ელექტრონული ფორმატის ტესტური დავალებების ნიმუშები აბიტურიენტებისთვის

ნინო ჩორგოლიანი – თელავი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური