GE

როგორ ჩატარდება ზაფხულში სპეცმასწავლებელთა გამოცდა – წესი, პირობები და საფასური განისაზღვრა

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, სპეციალურ მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა.

როგორც ცნობილია, გამოცდა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად, ივნისის თვეში ჩატარდება.

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესი

ტესტირებაში მონაწლეობის საფასური 50 ლარი იქნება.

დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე მხოლოდ უფროსის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოდის ჩატარებას გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს 2022 წლიდან.

დოკუმენტის გარდამავალი დებულება მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს გარემოება, როცა აბიტურიენტი ასევე მოიხსნება გამოცდიდან:

“2021 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან”, – წერია გარდამავალ დებულებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური