GE

როგორ და რატომ უნდა დავიცვათ პერსონალური მონაცემები სკოლაში და მის გარეთ? – მითითებები განათლების სამინისტროს სსიპ-ისგან

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სკოლების, მოსწავლეეებისა და მათი მშობლების საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც სასკოლო საზოგადოებას  პერსონალური მონაცემების დაცვას სთხოვს (მოსწავლეების, პედაგოგების და სხვ მათი თანხმობის გარეშე.

რა არის პერსონალური ინფორმაცია და რატომ უნდა დავიცვათ ის?

პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კონკრეტული პირის იდენტიფიცირება — პირდაპირ ან ირიბად. ეს მონაცემები პირდაპირ უკავშირდება ჩვენს იდენტობას, პირად სივრცესა და უსაფრთხოებას.

 საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემებად ითვლება:

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;

მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა;

ბიომეტრიული მონაცემები — ფოტო, ვიდეო, აუდიო;

განათლება, პროფესია, ეკონომიკური და სოციალური სტატუსი;

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები — ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები და სხვ.

რატომ არის პერსონალური მონაცემების დაცვა აუცილებელი?

პერსონალური მონაცემების დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს:

– იდენტობის ქურდობა;

– დისკრიმინაცია;

– თაღლითობა;

– უფლებების დარღვევა;

– ფინანსური და მორალური ზიანი.

მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საჭიროების, მიზნის და თანხმობის ფარგლებში — როგორც ამას საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები?

– მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემისას, დარწმუნდი, რომ გესმის შინაარსი— ზოგი მონაცემი ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული;

– აკონტროლე, რა წვდომებს აძლევ აპლიკაციებს და ვებსაიტებს;

– გამოიყენე ძლიერი პაროლები, ორმაგი ავტორიზაცია და დაშიფვრა ინფორმაციის გადასაცემად;

– გამოიყენე კანონით განსაზღვრული მონაცემთა სუბიექტის უფლებები.

როგორ მოვეპყროთ სხვის პერსონალურ მონაცემებს?

– არ გაავრცელო სხვისი მონაცემები მათი თანხმობის გარეშე;

– არ გადასცე მათ შესახებ ინფორმაცია მესამე პირებს;

– არ გადასცეთ უნებართვოდ სხვისი პერსონალური მონაცემები მესამე პირს ან კომპანიას;

– გამოიყენეთ პაროლები, ორმაგი ავტორიზაცია და დაშიფვრა ინფორმაციის გადასაცემად;

– ინფორმაციის გაჟონვის ან დაზიანების შემთხვევაში, აუცილებლად შეატყობინე შესაბამის
პირს;

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე არასრულწლოვანთა და მოწყვლადი ჯგუფების მონაცემებს.

“პერსონალური მონაცემების დაცვა — ეს ერთდროულად შენი უფლება და ვალდებულებაა!
შენ მიერ ინფორმირებულად გადადგმული თითოეული ნაბიჯი ქმნის უსაფრთხო გარემოს — ონლაინ სივრცეში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაიცავი საკუთარი და სხვისი პირადი სივრცე. დაიცავი მონაცემები — დაიცავი ადამიანები”, წერია EMIS-

ასევე იხილეთ:

როგორ დავიცვათ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები ციფრულ გარემოში – გზამკვლევი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
iswd-user