GE

როგორ  გამოვიყენოთ  არავერბალური კომუნიკაცია საკლასო ოთახში

მაია მელაშვილი

1872 წელს ჩარლ დარვინის კვლევების შედეგად  საფუძველი ჩაეყარა არავერბალურ კომუნიკაციას და იგი ადამიანებსა და ცხოველებში ემოციების გამოხატვას დაეფუძნა, ადამიანებსა და თვით ცხოველებშიც კი. დარვინის კვლევებმა გასაქანი მისცა წარმოდგენას არავერბალური კომუნიკაციის გავლენაზე, გამოხატვასა და სიგნალებზე. კომუნიკაცია, ესაა ურთიერთობა სიტყვების გარეშე, მხოლოდ მანერით. გარეგნობით, სახის გამომეტყველებით, თვალის მზერით და სხვა. ესაა საუკეთესო გზა, მივხვდეთ სხვა ადამიანთა გრძნობებს, ემოციებს. არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით ჩვენ ყველაფერს ვგრძნობთ, ოღონდ, სიტყვების გარეშე. ზოგჯერ არავერბალური კომუნიკაცია ამბობს უფრო მეტს, ვიდრე ვერბალური. არავერბალური კომუნიკაცია ყველაზე სანდო გზაა კომუნიკაციებს შორის. მკვლევარები იმასაც კი ამბობენ, რომ არავერბალური კომუნიკაცია მოკლებელია სიყალბეს.

მსოფლიოში მილიონობით ჟესტი არსებობს. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან კულტურისა და სხვა სფეროების მიხედვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ სხეულის ენა, რადგან კომუნიკაციის 55% გამოხატულია მისი საშუალებით.  ჩვენ  ვეთანხმებით იმ მოსაზრებასაც, რომ ეს არის სწორი გზა, ჩავწვდეთ ადამიანში დაფარულ ნამდვილ, ჭეშმარიტ ემოციებს. ხელოვნების ისეთი დარგები, როგორებიცაა ბალეტი, ხატვა, მუსიკა, მთლიანადაა დაფუძნებული არავერბალურ კომუნიკაციაზე, ანუ მათში ასახული ემოციები აღიქმება არავერბალური გზით. ჩვენ ვგრძნობთ სიმშვიდეს, ნაღველს, სიყვარულს, ჰარმონიას სიტყვების გარეშე, უთქმელად და უფრო მძაფრადაც კი.

მასწავლებლებს კლასის უკეთ სამართავად  განსაკუთრებით გვჭირდება ძლიერი საკომუნიკაციო  უნარები.

არავერბალური კომუნიკაცია წამყვანია კომუნიკაციებს შორის. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ გამოიყენონ  სხეულის ენა. ისინი ადვილად ხვდებიან ჩვენს ემოციებს, შემოდიან კონტაქტში და სწორად ამჩნევენ მასწავლებლის დამოკიდებულებას მათ მიმართ.

საკლასო ოთახში ყველაფერი მეტყველებს – მატერიალური საგნებიდან დაწყებული,  სიჩუმით დამთავრებული. არავერბალურ კომუნიკაციას ბავშვები ვერბალურ კომუნიკაციამდე სწავლობენ. ამიტომ მას მოსწავლეთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ უფრო მეტი რამ იციან, ვიდრე გადმოგვცემენ სიტყვებით. ვერბალური კომუნიკაცია მათთვის ლიმიტირებულია, არავერბალური კი უფრო ფართოა და  ცოცხალი, რადგან იგი :

1.სანდოა და მრავლისმთქმელი;

2.სიტყვები ლიმიტირებულია;

3.არავერბალური სიგნალები უფრო ძლიერია;

4.უფრო საიმედოა და სანდო.

არავერბალური კომუნიკაციის  კატეგორიებია:

1.ფიზიკური

2.სიმბოლოები, ნიშნები

3.სიგნალები

4.ესთეტიური

ამ ოთხივე კატეგორიის გამოყენება უთუოდ ეფექტური იქნება საკლაშო ოთახში.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს :

1.ფიზიკური კომუნიკაცია – სიცილი, წარბების პოზა, თვალის კონტაქტი და სხვა გამოხატულია  სახის სხვადასხვა მიმიკით. მისი გამოყენება ნებისმიერ გაკვეთილზეა ეფექტური.

2.სიმბოლოები, ნიშნები: .ვიზუალური მასალის გამოყენება გაკვეთილს ეფექტურს ხდის, სიმბოლოები მეტყველებენ, იზრდება მოსწავლეების ჩართულობაც და მოტივაციაც. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა შეირჩეს  გაკვეთილის თემასთან კავშირში, მოსწავლეების ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით.

ქვემოთ წარმოდგენილია  სიმბოლოები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დადებითი და უარყოფითი პასუხების გაცემის დროს.

მოსწავლეთა შეფასებისას, კომენტარების გარდა, ჩვენ შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ არავერბალური მეთოდიც. მაგალითად, სურათზე გამოსახული მეთოდი ეფექტურია შეფასების დროს და იგი ასახავს  მეტი სწორი პასუხის გაცემის შემთხვევას. ის მოსწავლე შეგვიძლია დავაყენოთ სურათთან, ვისაც უფრო დიდი კუნთები აქვს.

2. როცა მოსწავლემ იცის სწორი პასუხი, შეგვიძლია გამოვიყვანოთ დაფასთან და ასეთ ნახატთან დგომით გავაცემინოთ პასუხი.

3. სიგნალები: დროშები, ფერები, ზარის რეკვა – ეს ის სიგნალებია, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელობითაა დატვირთული. მისი რაოდენობა  ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაოთ. მაგალითად, კლასში გვქონდეს  პატარა ზარი და მას, გარდა გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების დატვირთვისა, მივანიჭოთ დამატებითი ფუნქცია. როცა მოსწავლე გვპასუხობს და პასუხი საკმარისია, მას ზარის რეკვით ვანიშნოთ, რომ შეჩერდეს. ანდა გვქონდეს წითელი და მწვანე დროშები. მოსწავლეს, რომელიც სწორად გასცემს პასუხს, მას მწვანე დროშა გადავცეთ და ვისი პასუხიც არ იქნება დამაკმაყოფილებელი – წითელი.

4. ესთეტიური კომუნიკაცია შეიძლება გამოიხატოს მუსიკაში, ცეკვაში, ხელოვნებაში, სადაც სიტყვების ნაცვლად მეტყველებენ კოსტუმები, ბგერები, პოზები, ნახატები.

სურათების შერწყმა ტექსტთან ესაა მეთოდი, რომლითაც  შეგვიძლია მოსწავლეებს გავუღრმავოთ კითხვის, შინაარსის ღრმად წვდომისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. თუ მოსწავლე ვიზუალური მასალის გამოყენებით ტექსტის შინაარსთან პარალელს გაავლებს, ეს იქნება ის ფუნდამენტი, რომლითაც იგება კითხვის უნარ- ჩვევა. ვიზუალური მასალა ეხმარება მათ, დაახარისხონ ინფორმაცია, განავითარონ ტექსტი და გაუჩნდეთ ახალი იდეა.

უნდა გავახსოვდეს, რომ არავერბალური კომუნიკაცია  ვერ მალავს გრძნობებს, ვერ აყალბებს მათ, ისინი ამბობენ მხოლოდ და მხოლოდ  სიმართლეს!

და ბოლოს, არავერბალური კომუნიკაცია ესაა ძლიერი იარაღი მოსწავლეებთან  ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად და მაღალი სააზროვნო უნარების გამოსამუშავებლად.

როგორ გავუმკლავდეთ რთულ მოსწავლეებს – 7 ნაბიჯი

ფსიქოლოგიის როლი მასწავლებლის სამსახურში – პრაქტიკული მაგალითები

გამოყენებული ლიტერატურა:

https://en.wikipedia.org/wiki/Nonverbal_communication

http://www.education.gov.gy/web/index.php/teachers/tips-for-teaching/item/1696-verbal-non-verbal-communications-in-the-classroom

http://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.572.4060&rep=rep1&type=pdf

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური