როგორ განისაზღვრება „განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიაში“ უმაღლესების დაფინანსება – სამინისტროს პასუხი
მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან „განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის“ შესახებ საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა როგორ გაგრძელდება მიმდინარე რეფორმები (ახალი სკოლის მოდელი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ) ათწლიანი სტრატეგიის ფარგლებში და ასევე როგორ განისაზღვრება უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი.
როგორც მიხეილ ჩხენკელის უწყების მიერ EDU.ARIS.GE-ს კითხვების საპასუხოდ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რეფორმების ფარგლებში მიმდინარე პროექტები ასახული იქნება სამოქმედო გეგმაში. 2021-2022 სასწავლო წლიდან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის (ახალი სკოლის მოდელი) მხარდამჭერი საკონსულტაციო შეხვედრები (ე.წ. ქოუჩინგი) გაგრძელდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისთვის.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების დაფინანსებას, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტრომ განუმარტა, მუშავდება მოდელი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. აღნიშნულ მოდელში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი, რომლებიც იყოფა ქვე-ინდიკატორებად.
„მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავების მიზნით. მოდელი გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განისაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. აღნიშნულ მოდელში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი, რომლებიც იყოფა ქვე-ინდიკატორებად. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი დამატებით გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი (Smart Specialization for Higher Education), რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით გარკვეული დარგების დაფინანსებას“, – განმარტეს განათლების სამინისტროში.
მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, განსხვავებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოდელი ცალკე უნდა იყოს განხილული.
ამავე თემაზე:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება