GE

როგორ გავააქტიუროთ და გამოვიყენოთ სწორად პირველკლასელის ბუკი – ინსტრუქცია

2022-2023 სასწავლო წელს, ქვეყნის მასშტაბით 55 717 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. როგორც განათლების სამინისტრომ განმარტა, პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, უწყებამ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა. მათ შორის არის პირველკლასელთა ბუკებით უზრუნველყოფაც, რომელიც მოსწავლეთა უმეტესობას 15 სექტემბერს გადაეცა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, სწავლის დაწყების მეორე დღეს გამოაქვეყნა ბუკის ჩართვის, გააქტიურებისა და გამოყენების ინსტრიქცია, სადაც დეტალურად არის ახსნილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც მოწყობილობის ამუშავებისთვის აუცილებელია.

პირველი ჩართვა

  • იმისათვის რომ მოხდეს სისტემის ავტომატური გააქტიურება პირველივე ჩართვაზე
    კომპიუტერი აუცილებელია მიუერთდეს ინტერნეტს (ან კაბელით) ან WiFi.
  • საჭირო იქნება რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლა, კერძოდ: კომპიუტერის ჩართვის
    შემდეგ უნდა აირჩიოთ სასურველი ენა, რეგიონი და შემდეგ არსებული ქსელი (ებიდან)
    დაუკავშირდეთ სასურველს.
  • შედეგად, რამდენიმე წუთში კომპიუტერი ავტომატურად გაივლის აქტივაციის ყველა
    ნაბიჯს და მზად იქნება გამოყენებისთვის.
  • ოპერაციული სისტემა, office ის აპლიკაციები და Classroom Managment აქტიურდება
    ავტომატურად.
  • თქვენი მომხმარებლის ანგარიშის გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ თავში.

პირველადი ავტორიზაცია

კომპიუტერის ჩართვის შემდეგ ეკრანზე გამოვა ავტორიზაციის ფორმა. პირველადი ავტორიზაციისთვის საჭიროა გამოიყენოთ, კომპიუტერის სტანდარტული
ადმინისტრატორის ანგარიში:

  • პირველ ველში მიუთითეთ: .\emis
  • მეორე ველში კი: Buki2022
  • დააჭირეთ კლავიატურაზე ENTER ს რათა ჩაიტვირთოთ სისტემაში (პირველ
    ჩართვაზე შესაძლოა აღნიშნული ანგარიშის აქტივაციას დაჭირდეს დაახლოებით
    ერთი საათი, შესაბამისად ავტორიზაციის უარყოფის შემთხვევაში – დატოვეთ
    კომპიუტერი ჩართული და ინტერნეტთან მიერთებული და სცადეთ ხელახლა
    ზემოთ მოცემული პარამეტრებით ავტორიზაცია ერთ საათში).

სახელობით (პირად) ანგარიშზე ახალი პაროლის დაყენება

  • გახსენით ბრაუზერი და მისამართის ველში აკრიფეთ განათლების სისტემის პორტალის
    ვებ გვერდის მისამართი https://email.mes.gov.ge;
  • პორტალზე შესვლის შემდეგ დააჭირეთ Microsoft Teams-ში შესვლის ღილაკს;
  • მიუთითეთ თქვენი პირადი ანგარიში (gvari.saxeli@students.gov.ge) და დააჭირეთ ღილაკს NEXT.

ყველა მოსწავლის ანგარიშის სახელი ავტომატურად უკვე შექმნილია და ასახულია სკოლის
მართვის ბაზაში – შესაბამისად მისი მიღება შესაძლებელია სკოლაშივე (ალტერნატიული
მეთოდი იხილეთ „პაროლის აღდგენის“ განყოფილებაში.

  • შემდეგ გადახვალთ ახალი პაროლის დაყენების მენიუზე – უთითებთ დროებით პაროლს
    (პირველადი პაროლია მოსწავლის პირადი ნომერი), ხოლო მეორე და მესამე ველში კი
    შეგყავთ ახალი (მუდმივი) პაროლი.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი პაროლი უნდა აკმაყოფილებდეს სირთულის გარკვეულ მოთხოვნებს და შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან. ასევე უნდა შეიცავდეს დიდ და
პატარა ასოებს, ციფრებსა და სპეცსიმბოლოებს.

აღნიშნული პროცედურის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კომპიუტერიდან.

რეკომენდირებულია, მუდმივად გამოიყენოთ სახელობითი ანგარიში, რადგან

  • ამ შემთხვევაში Office-ის აპლიკაცია და ზოგადად სისტემა განახლდება საჭიროების შემთხვევაში თქვენი ჩარევის გარეშე;
  • ასევე ავტომატურად დაყენდება Minecraft-ი;
  • Microsoft-ის ყველა აპლიკაციაში ავტორიზაციისთვის არ დაგჭირდებათ დამატებით ანგარიშის და პაროლის ჩაწერა;
  • სისტემა იქნება უფრო დაცული დაზიანებისგან.

სახელობითი ანგარიშის გამოსაყენებლად, სისტემის ჩართვისას აირჩიეთ Other user და
ჩაწერეთ პირველ ველში ჩაწერეთ თქვენი სახელობითი ანგარიში (გვარი.სახელი@students.gov.ge), ხოლო მეორე ველში – თქვენი პაროლი.

იმ შემთხვევაში თუ პირველადი ჩატვირთვა გსურთ მოსწავლის სახელობითი ანგარიშით
აუცილებელია ინსტრუქციის მე-2 პუნქტში მოცემული ნაბიჯები გაიაროთ სხვა ნებისმიერი
ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერიდან/ტელეფონიდან.

პაროლის და ანგარიშის სახელის აღდგენა

  • სახელობითი ანგარიშის, ან პაროლის დავიწყების შემთხვევაში – მათი მიღება
    შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე: https://reset.emis.ge;
  • აღნიშნულ პორტალზე უნდა მიუთითოთ მოსწავლის პირადი ნომერი და მიყვეთ ინსტრუქციას.

შენიშვნა: პაროლის ან ანგარიშის სახელის მისაღებად აუცილებელია რომ სკოლების მართვის
სისტემაში დაფიქსირებული იყოს მშობლის მობილურის ნომერი (პროცედურა გულისხმობს
ერთჯერადი კოდის გაგზავნას მითითებულ ნომერიზე). თუ ნომერი სკოლების მართვის
სისტემაში არ წერია ან არასწორია – დაუკავშირდით სკოლას მონაცემები განახლებისთვის

გარანტია და ზოგადი ინფორმაცია
ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში – აუცილებლად უნდა მიმართოთ სერვის
ცენტრს.

Microsoft Teams-ის დეტალური ინსტრუქციები

„ბუკში“ უკვე ჩაწერილი თამაშების, პროგრამების და სხვა გამოყენების ინსტრუქციების
ნახვა კი შესაძლებელია buki.ge-ზე.

ასევე იხილეთ:

ბუფეტები გაიხსნება და ტესტირება კორონავირუსზე აღარ იწარმოებს – რა კოვიდრეგულაციებით დაიწყება სასწავლო პროცესი სკოლებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური