როგორ გავაძლიეროთ მათემატიკის საგნის სწავლება საჯარო სკოლებში – სპეციალისტის შეთავაზება განათლების სისტემას

ავტორი: მურმან კინწურაშვილი, მათემატიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სსიპ ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის 150-ე საჯარო სკოლისა და სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის 46-ე საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი.
სპეციალურად EDU.AIS.GE-ს მკითხველისათვის:
როგორ გავაძლიეროთ მათემატიკის საგნის სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში; როგორ შევძლოთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია (გაუმჯობესება-გაძლიერება მათემატიკის მიმართულებით).
მათემატიკის როლი სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი არა მხოლოდ აკადემიური დისციპლინაა, არამედ გონებრივი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.
აი რამდენიმე ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მათემატიკა ასეთი მნიშვნელოვანი სასკოლო ცხოვრებაში:
მათემატიკა ასწავლის მოსწავლეს:
- პრობლემის ანალიზს;
- სისტემატურ მიდგომას;
- დასკვნის გაკეთებას არგუმენტებზე დაყრდნობით.
მათემატიკა გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში:
- ფულის მართვა;
- დროის დაგეგმვა;
- საზომი ერთეულების ცოდნა (წონა, სიგრძე, ტემპერატურა და სხვ.).
მათემატიკა საფუძველია:
- პროგრამირების;
- საინჟინრო საქმიანობის;
- ფიზიკისა და ეკონომიკის.
ეს დარგები მომავლის პროფესიებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მათემატიკა აჩვევს მოსწავლეს:
- დაკვირვებას დეტალებზე;
- მუდმივ ვარჯიშსა და შეცდომებზე სწავლის უნარს;
- პრობლემების თანმიმდევრულად გადაჭრას.
მათემატიკა უნივერსალური ენაა — განურჩევლად ქვეყნისა და კულტურისა, რიცხვები და სიმბოლოები ყველგან ერთნაირად ესმით.
ამიტომ გამიჩნდა იდეა, ხომ არ გავაძლიეროთ მათემატიკის სასწავლო კურიკულუმი, განსაკუთრებით მე-11-12 კლასებში. კერძოდ დავამატოთ სასწავლო თემებს შემდეგი თემები:
1. ნამდვილი და კომპლექსური რიცხვები;
2. წრფივი ალგებრის ელემენტები (მატრიცები და დეტერმინანტები)
3. ფუნქცია და მისი ზღვარი;
4. წარმოებული და დიფერენციალი;
5. განუსაზღვრელი/განსაზღვრული ინტეგრალი;
6. დიფერენციალური განტოლებები;
7. მეორე რიგის წირები და ზედაპირები (ელიფსი, ჰიპერბოლა, ელიფსისა და ჰიპერბოლის დირექტრისები, პარაბოლა, მეორე რიგის წირები, როგორც კონუსური კვეთები, მეორე რიგის ზედაპირები).
ასევე, შესაძლებელია ყველა თეორემა და ფორმულა სკოლებში ვასწავლოთ დამტკიცებით.
შევიტანოთ წიგნებში უფრო მეტი მაგალითები და ამოცანები, რომლებიც იქნება ძალიან მარტივი და გასაგები მოსწავლეთათვის, რათა უხაროდეთ მათი ამოხსნა, გამოყვანა, დამტკიცება. (და არა ისეთი ამოცანები, როგორებიც შეტანილია ამჟამად “ალბათ არ გაგიჭირდებათ ამოხსნათ …..ეს ამოცანა თუ მაგალითი”’).
კარგი იქნება, თუ პროგრამირების კუთხით დავანახებთ მოსწავლეებს, რამდენად საჭიროა როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი მათემატიკა ამ დისციპლინის უკეთ დაუფლებისათვის.
ეკონომიკის მიმართულებით-შესაძლებელია შემდეგი თემების დამატება:
1. წრფივი ფუნქციები და ეკონომიკის უმარტივესი მათემატიკური მოდელები.
2. ფინანსური მათემატიკის ელემენტები.
3. წარმოებული გამოყენება ეკონომიკურ ამოცანებში.
4. აღწერითი სტატისტიკა და მათემატიკური სტატისტიკის ალბათური საფუძვლები.
ასევე STEM კუთხით მათემატიკის კიდევ უფრო გაძლიერება, ახალი მათემატიკური ხელსაწყოებით სკოლების აღჭურვა. სასკოლო და საუნივერსიტეტო კონფერენციების ჩატარება საინტერესო მათემატიკურ აქტუალურ თემებზე. (დიპლომების, სერტიფიკატების, სიგელების, ფულადი ჯილდოების გადაცემა 1-2-3 ადგილზე გასულ მოსწავლეთათვის, წახალისების მიზნით).
ასევე იხილეთ:
-
3 წიგნი მოზარდებისთვის, რომლებთან ერთადაც ზაფხულში ჯადოსნურ არდადეგებს მოიწყობთ by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„მასწავლებელი არ უნდა აღმოჩნდეს ინფორმაციის განმეორებითი გადამცემის როლში 5-6-ჯერ“ – რა პრობლემებს ქმნის მშობელთა უყურადღებობა by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის 5 ქულიანი დავალების შესრულების მაგალითი და მითითებები ისტორიაში – „ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა“ by განათლებული ბლოგი