რას უნდა ხვდებოდეს მოსწავლის მშობელი – „რატომ აგებს მასწავლებელი პასუხს ყველანაირ მარცხზე, როცა ოჯახი ხმასაც არ იღებს?“
ავტორი: შალვა მინდაძე, განათლების კონსულტანტი, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი
„რატომ ვერ იზრდება ბავშვი მარტო სკოლის ხარჯზე?“ – ოჯახური ღირებულებების ნაკლებობა და მასწავლებლის გადატვირთული პასუხისმგებლობა!
- სკოლა — ეს არ არის გახეხილი ფაფა, რომელსაც ყველაფერი უნდა დაედოს.
- ოჯახი — აღარ ასწავლის ღირებულებებს, ზნეობას, მორალს.
- მასწავლებელი — უკვე ფსიქოლოგია, მამაც არის, პოლიციელიც და… სასწაულმოქმედიც?
! რატომ ითხოვენ ბავშვებისგან ზრდას, თუ ოჯახში თავად მშობლები იქცევიან ბავშვებივით?
! რატომ აგებს მასწავლებელი პასუხს ყველანაირ მარცხზე, როცა ოჯახი ხმასაც არ იღებს?
ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ მასწავლებლის პროფესია ფსიქოლოგიურად ყველაზე გადატვირთულ საქმიანობებს შორისაა. მიზეზი? მშობლის გადმოტანილი ტვირთი.
ოჯახი უნდა იყოს პირველი სკოლა – სხვა გზა არ არსებობს.
– ბავშვი, რომელსაც არ ესმის პასუხისმგებლობა სახლიდან – სკოლაში ეძებს კომფორტს, წესრიგის გარეშე.
– ბავშვი, რომელიც არ იცნობს შინაგან საზღვრებს – არღვევს ყველანაირ გარე წესს.
– ბავშვი, რომლისთვისაც სკოლის კრიტიკა ოჯახური ყოველდღიურობის ნაწილია – ვერასდროს მიიღებს მას როგორც ფასეულობას.
სწავლა მარტო სერტიფიკატი არ არის — ესაა პიროვნული მომწიფება.
მშობელი უნდა ხვდებოდეს:
! მასწავლებელი არ არის თქვენი დანაკლისის კომპენსატორი.
! სკოლის ავტორიტეტის დაკნინება – თქვენი შვილის მომავლის რისკია.
! აღზრდა — მხოლოდ სკოლის ვალდებულება არ არის.
დასკვნა:
სკოლა და ოჯახი ერთი ეტლის, ორი ბორბალია. თუ ერთ-ერთი ჩამორჩება – ბავშვი იგრძნობს დისბალანსს და გზას დაკარგავს.
დროა, აღზრდის პასუხისმგებლობა გავიყოთ სამართლიანად — და რაც მთავარია, გონიერად.
ასევე იხილეთ:
ავტორიტეტი თუ ბიუროკრატიული მძევლობა? – მასწავლებლის გამოწვევები საქართველოში
-
„რა მოხდება რეპეტიტორების გაუქმებით? – განათლების მტერი თუ სისტემის მაშველი რგოლი?“
by განათლებული ბლოგი
-
მოსწავლის ქცევის მართვა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მიდგომებით – რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს
by განათლებული ბლოგი
-
„პედაგოგიკა მეცნიერებაა და ვისაც არ ესმის მისი ამოცანები, ამით მხოლოდ საკუთარ გაუნათლებლობას ავლენს“
by განათლებული ბლოგი