როგორ გეგმას მოიწონებს სასკოლო კვებაზე მთავრობა – პრემიერ-მინისტრის კომენტარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასკოლო კვების საკითხის გადაწყვეტაში თავადაც იქნება ჩართული და მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს.
თუ როგორი გეგმა შეიძლება მოიწონოს მთავრობამ, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს, დეპუტატების მიერ სკოლებში უფასო სასკოლო კვების შეტანის თაობაზე დასმული კითხვების პასუხად ისაუბრა.
“საუბარი იყო ბავშვთა შორის სიღარიბეზე, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მტკივნეული საკითხი და ამ კუთხით იყო გაჟღერებული საჯარო სკოლებში უფასო კვების შეტანის იდეა. განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ თემაზე, გაგრძელდება მუშაობა და მე პირადად ვიქნები ჩართული ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთადაც დაგვჭირდება კონსულტაციები. თუ იქნება ოპტიმალური გეგმა, რომელიც მოგვცემს მაქსიმალურად ბავშვებზე ზრუნვის საშუალებას და ბავშვების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება და იქნება კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის პარლამენტის წარმომადგენლებთან, ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე:
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება