GE

როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა არჩევითი საგანი გრიფირებული სახელმძღვანელოს გარეშე

როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა არჩევითი საგანი, თუ ამ საგანში არ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელო?

ამ კითხვაზე ეროვნული სასწავლო გეგმების შესახებ დასმულ კითხვას განათლების სამინისტრო ასე პასუხობს:

როგორც მოგეხსენებათ, გრიფირებული სახელმძღვანელოები არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სასწავლო რესურსი, რომელიც შეიძლება მასწავლებელმა გამოიყენოს. საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს დამხმარე ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება – ყველაფერი, რაც მასწავლებელს დაეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი შედეგების მიღწევაში. სახელმძღვანელოს არარსებობის პირობებში, მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით და პროგრამის შინაარსით და მასზე დაყრდნობით თავად უნდა მოიძიოს და მოამზადოს სასწავლო რესურსები

ასევე იხილეთ:

რას გულისხმობს დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური