GE

როგორ უნდა დაიბრუნო აპელაციისათვის გადახდილი თანხა – გამოცდები 2023

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 30 აგვისტოს 15:00 საათიდან 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად:

განაცხადი თანხის დაბრუნებაზე

თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm