GE

როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი, რომელმაც მობილობაზე დადებითი პასუხი მიიღო 

2021 წლის შემოდგომის მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) გამოქვეყნდა. სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება მოთხოვნის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში.

განაცხადის მიღებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ კითხვით მიმართეთ მიმღებ სასწავლო დაწესებულებას, ოფიციალურ ვებგვერდებზე არსებულ საკონტაქტო ნომრებზე.

ამავე თემაზე: 

რა შემთხვევაში შეინარჩუნებს სტუდენტი სახელმწიფო გრანტს სხვა უნივერსიტეტში გადასვლისას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური