როგორ ვასწავლოთ რთულ ბავშვებს – 5 რჩევა
მერილენდის საშუალო სკოლის პედაგოგი ჯოშ უორკი
ყველა მასწავლებელს ახსოვს თავისი პირველი “რთული” მოსწავლე, რომელმაც იგნორირება გაუკეთა მის დავალებებს, მითითებებს დისციპლინის დაცვასთან დაკავშირებითდა სხვ. ალბათ, ყველა ჩვენგანს, როგორ მინიმუმ, ერთი ასეთი ისტორია მაინც აქვს. ზოგი მასწავლებისათვის რთულ ბავშვებთან ურთიერთობა ყოველდღიული გამოწვევაა. ხშირად, რაც არ უნდა მრავალფეროვანი მეთოდოლოგიური არსენალი გამოიყენოთ, თითქოს მაინც არაფერი ცვლის მათ ქცევას.
მე მქონია რთული ბავშვების სწავლების პრივილეგია. სიტყვა “პრივილეგიას”ტყუილად არ ვამბობ. მათთან მუშაობის გამოცდილებამ მასწავლა თანაგრძნობა და უკეთეს მასწავლებლად ჩამომაყალიბა. ქვემოთ მოცემულია ის ხუთი მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ მსგავსი საქციელის შემცირებაში დამეხმარა, არამედ რთული ბავშვები კლასის წამყვან მოსწავლეებადაც აქცია.
1. შეარჩიეთ შესაფერისი ტონი
მტკიცედ მჯერა, რომ მოსწავლის ცუდი ყოფაქცევა წარსულში, არ გულისხმობს მის ანალოგიურ ცუდ ქმედებებს მომავალში. სასწავლო წლის დასაწყისში, ჩემი ახალი კლასის მოსწავლეების სიით დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან მივდიოდი და ბავშვების შესახებ ვეკითხებოდი. საუბრის შედეგად ვიღებდი ინფორმაციას, თუ ვინ მუშაობდა კარგად გუნდში, ვისი ერთად დასმა არ შეიძლებოდა, ვინ იყო ყველაზე მეტი უსიამოვნების მომტანი და სხვ. რა გასაკვირია, რომ მასწავლებლები სწორედ ერთი და იმავე მოსწავლეებს ასახელებდნენ “რთულებად.”თუ რომელიმე მათგანი ჩემ კლასში აღმოჩნდებოდა, მე ამ გამოწვევას სტრატეგიული შემართებით, ყოველგვარი შიშის გარეშე ვიღებდი.
ჩვეულბისამებრ, პირველი სასწავლო კვირის განმავლობაში, ყოველთვის ვცდილობდი აღნიშნულ ბავშვებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. ამის მიზანი კი მათთან ურთიერთობის დაწყება იყომ – ცარიელი ფურცლიდან, შექმნილი სტერეოტიპების გარეშე. ხშირად, ბავშვებს აკომპლექსებთ ის ფაქტი, რომ მასწავლებლებს მათზე ცუდი წარომოდგენა წინასწარვე აქვთ ჩამოყალიბებული. ამიტომ, უთხარით მათ, რომ პატივს სცემთ და რომ წელს მათგან ბევრს ელით. შექმენით ურთიერთობის ბაზისი, რომელიც დაფუძნებული იქნება იმაზე, რომ მათი გჯერათ მაშინაც კი, როცა შეიძლება, ერთადერთიც კი იყოთ, ვინც გულწრფელად ასე ფიქრობს.
2. იყავით მენტორი
სამწუხაროდ, პირადი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ რთული ბავშვები ხშირად რთული ოჯახური სიტუაციებიდან მოდიან. ამ ბავშვების უმეტესობა ყოველდღიურად ცხოვრობს არასრულფასოვან, მშობლების უმეთვალყურეობის, რესურსების სიმცირისა და ძალადობრივ გარემოში. ოჯახის მიერ მათი იგნორირების პირობებში, ყურადღების მიქცევის საშუალება სკოლა ხდება. ყურადღების მიზეზი კი, შეიძლება, კარგიც იყოს და ცუდიც. ამ ბავშვებს სურთ, რომ ვინმემ შეამჩნიოს და მათით დანტერესდეს.
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ვალია, როგორც მოსწავლეების აკდემიური განვითარების ხელშეწყობა, ასევე სოციალური აღზრდიაც. დაანახეთ ბავშვებს, რომ მათზე ზრუნავთ და მარტო ნიშნებზე არა. იყავით მეტად პროაქტიული. კარგი მენტორი პოზიტიური, მუდამ ხელმისაწვდომი და ნდობით აღჭურვილია. ერთი წელის მანძილზე, კარგმა მენტრომა, შეიძლება ბავშვის ცხოვრებაზე ხანძლივი პოზიტიური კვალი დატოვოს.
3. ააგეთ კავშირები
კარგი მენტორობა რთულ ბავშვებთან ურთიერთობის აწყობასაც გულისხმობს. ესაუბრეთ მათ სამომავლო გეგმებზე, რადგან სხვა არავინ ჰყავთ, ვინც დაინტერესედება მათი ცხოვრებით და წაახალისებს. თუ შეატყობთ, რომ პირადულზე საუბარი არ სურთ, ესაუბრეთ სპორტზე, მუსიკაზე, ფილმებზე, საჭმელზე, ტანსაცმელზე, მეგობრებზე, და-ძმაზე და სხვ. იპოვნეთ გზა, რომლითაც მათთან დაახლოვებას შეძლებთ. დაიწყეთ მცირედით და მოუსმინეთ, რას გეტყვიან. როცა პოზიტიურ კავშირს ააგებთ და მოსწავლის ნდობასაც მოიპოვებთ, თავადაც გაგიკვირედებათ, თუ რამდენად მალე შეიძლება გადაგიშალონ გული და გაგიმხილოთ მოლოდინები, შიშები, ოჯახური სიტაუაცია და სხვა. სწორედ ამ დროს დაგჭირდებათ თქვენი პროფესიონალიზმის გამოყენება და მზადყოფნა იმისათვის, თუ რა შეიძლება ბავშვმა შემთხვევით გითხარათ. ამ შემთხევაში, უნდა უთხრათ, რომ არ გსურთ მისი ნდობის გაცუდება, მაგრამ როგორც პედაგოგი, ვალდებული ხართ, გარკვეულ საკითხებზე კანონის ფარგლებში მოახდინოთ რეაგირება.
4. ეს პირადულია (კარგი გაგებით)
მასწავლებელს “სქელი კანი” უნდა ჰქონდეს. მოსწავლეებმა შეიძლება ისეთი რამ თქვან, რითაც თქვენი ეგო და უნარ-ჩვევები შეუარცხყოფილი იქნება. გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ ბავშვებთან და მოზარდებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვობაში თქვენც გითქვამთ ცუდი რამ დაუფიქრებლად. შეიძლება, მოსწავლეებმა მსგავსი რამ იმედგაცრუების, მოწყენილობის და მწვავე გარე ფაქტორების გამო თქვან. ძალისხმევა არ დაიშუროთ ცუდი ყოფაქცევის კლასშივე მოგვარებისათვის. ბავშვები სერიოზულად არასოდეს მიგიჩნევენ, თუკი მათი მხრიდან ცუდი ყოფაქცევის თითოეულ გამოვლინებაზე დირექტორთან გაგზავნით. არის სიტუაციები, როცა მათ ყველაზე მეტად პოზიტიური მენტორი სჭირდებათ.
შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ გჯერათ მათი მაშინაც კი, თუ შეცდომას დაუშვებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ადმინისტრაციულ თათბირზე ბავშვებს თავდებში დავდგომივარ, მათ კი იმავე დღეს უჩხუბიათ ერთმანეთთან. ისინი შეცდომებს ისევე უშვებენ, როგორც ყველა. სწორედ ჩვენს სწორ რეაგირებაზე იქნება დამოკიდებული ნდობა გაგრძელდება – თუ არა. აუხსენით, რომ იმედი გაგიცრუვდათ და მათგან უკეთესს ელით. იოლად ნუ ჩამოწერთ. რთული ბავშვები მიჩვეულნი არიან იმ ფაქტს, რომ მათი იმედი არავის აქვს და ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. აჩვენეთ, რომ მათთან მუშაობა გსურთ და თქვენთვის ეს სულ ერთი არ არის. რთული ბავშვის პიროვნულ სირთულეებთან გამკლავება ერთ დღეში არ ხდება, სამაგიეროდ მათი მომავლისათვის კარგი ინვესტიციაა.
5. ელოდეთ ყველაფერს
მოსწავლეებს განსხვავებული კულტურა, ნაციონალობა და საცხოვრებელი გარემო აქვთ, ამიტომ, ვერცერთი რჩევა ვერ იქნება იდალური და სრულყოფილი რთულ ბავშვებთან ურთიერთობისას. იყავით მზად და ელოდეთ ყველაფერს.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და რჩვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
წყარო: edutopia