როგორ ხდება საქართველოში არაფორმალური განათლების აღიარება – დეტალური ინსტრუქცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არაფორმალური განათლების აღიარების წესების და პირობების შესახებ დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ როგორც განაცხადის ფორმას, ასევე კონსულტანტთა შერჩევის და სერტიფიცირების შესახებ დოკუმენტებს.
უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წელის დამტკიცებული არაფორმალური განათლების აღიარების წესი და პროცედურები სრულად განახლებულია და ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოდის.
“არაფორმალური განათლება – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას არაფორმალური განათლების აღიარების აქამდე არსებული საფუძვლები ეყრდნობოდა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში 2010 წელს მიღებულ ცვლილებებსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იმდროინდელ ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავდა აღიარების პროცესის ზოგად პრინციპებსა და აღიარებას მხოლოდ მესამე საფეხურის ფარგლებში.
“აღნიშნულის საფუძველზე განხორციელებულმა აღიარების პროცესებმა გამოკვეთა მთელი რიგი საკითხების რეგულირების საჭიროება, მათ შორის მეთოდოლოგიის დანერგვა, მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და სხვა. 2018 წლის ოქტომბერში განახლებულმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონმა წინა რეგულაციისგან განსხვავებულად განსაზღვრა არაფორმალური განათლების აღიარების უფრო მეტი შესაძლებლობები, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ მესამე დონის შესაბამისი სწავლის შედეგების აღიარებას, არამედ მეოთხე და მეხუთე დონისაც.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების წესი, პროცედურები სრულად განახლებულია და შესაბამისია ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციასთან“-აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
არაფორმალური განათლების აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტების სია ასე გამოიყურება:
არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების განაცხადი
კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესი
სერტიფიცირებული კონსულტანტების სია
გზამკვლევები
1.არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი და შესაბამისი ეტაპები
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მქონე დაწესებულებები
-
სკოლაში სწავლის შეწყვეტა ქორწინების მოტივით – რა ვითარებაა ქვეყანაში ამ მხრივ და რა რეკომენდაციები გაეგზავნათ სახელმწიფო უწყებებს by ARIS.GE-განათლება 8 აპრილი, 2025
-
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი ბოლო ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 6 აპრილი, 2025
-
ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 5 აპრილი, 2025