GE

როგორი იქნება სკოლებისთვის ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები და რა არის შემდეგი ნაბიჯი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო სკოლის შესახებ 5-დან ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს:  ავტორიზაციის შესახებ; ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ და სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ.

ამის შესახებ სკოლის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესახებ გამოქვეყნებულ ბრძანებაშია საუბარი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოაწერა ხელი და  უკვე ძალაშია.

სკოლების მასშტაბური ავტორიზაციის პროცესის დაწყებისთვის განახლებული საკანონმდებლო დოკუმენტის ერთ-ერთი მუხლში ახსნილია, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დგება იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან მიმართებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

დოკუმენტში არის საინტერესო ჩანაწერი ზემოაღნიშნული გარემოების დადგომის შესახებ: სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების, ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა არსებულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. ბრძანება არ აკონკრეტებს რა ვადაში უნდა ჰქონდეს სამინისტროს გადაწყვეტილება მიღებული.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ხსნის თუ რა სამართლებრივი შედეგები აქვს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას (ავტორიზაციის გაუქმება ან ავტორიზაციაზე უარი) და როდის აქვს სკოლას უფლება, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგას ავტორიზაციის მოპოვებისთვის.

ავტორიზაციაზე უარის თქმისა ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

  • ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.
  • ამ შემთხვევებში მოსწავლემ უნდა ისარგებლოს მობილობის უფლებით ან მას შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ამ შემთხვევებში, იურიდიული პირი უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში დაწერენ სკოლის მონიტორინგისას ექსპერტები, რომ „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური