GE

როგორი შედეგები აჩვენეს მასწავლებლებმა 2017 წლის გამოცდებზე – მინისტრის კომენტარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ 2017 წლის მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგებსა და მოლოდინებზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოცდაზე გასულები სწორედ ისეთ ქულებს იღებენ, როგორიც გვჭირდება რომ წინ წავიდეთ.

„შედეგები გვაჩვენეს ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ეჩვენებინათ. არაჯანსაღი ინტერესი მედიის ჩაჭრილი და ჩაუჭრელისკენ და სკანდალებისკენ ძალიან აზიანებდა პროფესიას. და ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც ეს ბარიერის ცნება თვითონ გაუქმდა, სწორედ ეს არის. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მასწავლებლები, არაჩვეულებრივები, კომპეტენტურები, ნიჭიერები და გამგები და ტემპი, რომლითაც ისინი ლახავენ ასე ვთქვათ დსა წინაურდებიან, ანუ გადადიან პრაქტიკოსიდან უფროს მასწავლებლებში, წლების მიხედვით რომ ნახოთ, ნებისმიერი ქვეყნის მაღალ სტანდარტს შეესაბამება. წელსაც შედეგები იქნება კარგი და ყველა მომავალ წელს შედეგები იქნება კარგი, გაცილებით კარგი. სწორედ ისეთ ქულებს იღებენ, როგორიც გვჭირდება რომ წინ წავიდეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, წელს მასწავლებლებმა საგნის გამოცდის გარდა პროფესიული უნარების გამოცდაც ჩააბარეს. შედეგები და სტატისტიკური ანალიზი აგვისტოს ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.

ჯეჯელავას ახალი ინიციატივით, სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება

სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება – ალექსანდრე ჯეჯელავა

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური