როგორია განათლების სამინისტროს მიერ 2024 წლის ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები – 6 თვის მიმოხილვა ფინანსთა სამინისტროსგან

12 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინა. ანგარიში მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა და განაცხადა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასო ხარჯი ჯამურად მილიარდ 172 მლნ. ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 99%-ია.
მომხსენებლის თქმითვე, პროგრამული კუთხითაც შესრულების მაჩვენებელი კარგია.
“წლიურ გეგმასთან შედარებით 47%-ს აჭარბებს შესრულების მაჩვენებელი. პროგრამებსაც თუ შევხედავთ, პროგრამული კუთხითაც სამინისტროში ათვისების მაჩვენებელი არის საკმაოდ კარგი. სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 752 მლნ, ლარზე მეტი და 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი; პროფესიული განათლება 69 მლნ. ლარი და 100,9%-ია შესრულების მაჩვენებელი; უმაღლესი განათლების ნაწილში 95 მილნ. ლარზე მეტია და 104%-ია შესრულების მაჩვენებელი; მეცნიერების მიმართულებით 25 მლნ. ლარამდეა და 100,6%-ია შესრულების მაჩვენებელი, ინკლუზიური განათლება 99,7%; ინფრასტრუქტურა 99% და ახალგაზრდობის ხელშეწყბა 97%-ია შესრულების მაჩვენებელი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.
ამით მეათე მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მუშაობა დაასრულა.
ასევე იხილეთ:
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე