GE

როგორია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტის შერჩევისთვის განკუთვნილი  ვადაც იწურება. საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევის დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, აღჭურვილობისა და რესურსების გათვალისწინება, რასაც შესაბამისი უნივერსიტეტი გთავაზობთ.

სწორედ ამ მიზნით, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი უფრო ახლოდან გაგაცნოთ.  რა პირობებია შექმნილი, სად გადიან პრაქტიკას და რა საშუალებებით იღებენ ცოდნას საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები:

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს თანამედროვე და კარგად აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფრენოსნო, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტები.

საინჟინრო და საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები თეორიული სწავლების გარდა, პრაქტიკულ სწავლებას გადიან სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში. უნივერსიტეტში არის საჰაერო ხომალდების კონსტრუქციების, საავიაციო ძრავების, აეროდინამიკის და ფრენის დინამიკის, ავიონიკის, საჰაერო ხომალდების რადიოსანავიგაციო სისტემების, ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის და სხვა ლაბორატორიები.

სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა ასევე, პრაქტიკული გამოცდილება. მესამე კურსიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები სასწავლო პრაქტიკებს გადიან პარტნიორ კომპანიებში, რის შედეგადაც მათი დიდი ნაწილი საქმდება.

მომავალი მფრინავები ორი კურსის თეორიული სწავლების დამთავრების შემდეგ, მომზადებას გადიან EASA-ს სტანდარტების შესაბამის ავიასიმულატორზე. შემდეგ კი, საფრენოსნო მომზადებას A-22, Cessna 152 და Piper Seneca-ს ტიპის საჰაერო ხომალდებზე.

სასწავლო ფრენები ხორციელდება გამოცდილი პილოტ-ინსტრუქტორების მეშვეობით, ქალაქ თელავის, ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტში. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. აშენდა აეროვაგზალი, სანავიგაციო კოშკურა, ტექნიკური მომსახურების საწარმო თვითმფრინავებისთვის, საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისათვის, აუდიტორიები და სხვა.

საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები საერთო ჯამში 150 ფრენა-საათის დაგროვების შემდეგ ამთავრებენ უნივერსიტეტს. კურსდამთავრებული იღებს როგორც დიპლომს, ასევე კომერციული პილოტის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გასცემს.

უნივერსიტეტში მოწყობილია საერთო საცხოვრებელი რეგიონიდან ჩამოსული და უცხოელი სტუდენტებისათვის. საცხოვრებელი დაახლოებით 50 სტუდენტზეა გათვლილი და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტმა თავი კომფორტულად იგრძნოს!

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს მესამე კურსიდან საშუალება ეძლევათ სწავლა გააგრძელონ ევროპის უნივერსიტეტებში. რაც მთავარია, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში სტუდენტს სტიპენდიაც ენიშნება.

უნივერსიტეტს აქვს დაფინანსების სისტემაც.

საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან გრანტს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით.

ხოლო, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე 100%-იან ან 70%-იან გრანტს მოიპოვებს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან და ისწავლის უფასოდ.

უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბროშურა.

საავიაციო უნივერსიტეტი მაისის ბოლოს აბიტურიენტებისთვის სპეციალურ შემეცნებით ტურს გეგმავს თელავის აეროპორტში. თუ გსურთ დაათვალიეროთ ჩვენი თვითმფრინავები, აეროპორტი და გაიგოთ მეტი ავიაციის შესახებ, შეავსეთ ეს სარეგისტრაციო ფორმა –  და დაელოდეთ ჩვენს ზარს.

გისურვებთ წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე!

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური