GE

რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები – 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება. გთავაზობთ სკოლებისთვის 2025-2026 სასწავლო წლის აკადემიურ კალენდარს, რომელშიც ჩამოთვლილია ოფიციალური დასვენების დღეები, ზამთრისა და საგაზაფხულო არდადეგების, ასევე, კლასების მიხედვით სწავლის დასრულების თარიღები.

უქმე დღეები, როდესაც მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ისვენებენ (შაბათ-კვირის გამოკლებით):

სექტემბერი
დასვენების დღის გარეშე.

ოქტომბერი
14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა (მცხეთობა).

ნოემბერი
23 ნოემბერი – გიორგობა (წმინდანის ბორბალზე წამების დღე).

დეკემბერი
დასვენების დღის გარეშე.

იანვარი
7 იანვარი – შობა;
19 იანვარი – ნათლისღება.

თებერვალი
დასვენების დღის გარეშე.

მარტი
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე.

საგაზაფხულო არდადეგები:
8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით.

აპრილი
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე; საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე.

2026 წელს, მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს. შესაბამისად, მოსწავლეები დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომას და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

მაისი
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე;
17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ივნისი
დასვენების დღის გარეშე

ზამთრის არდადეგები:
30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით.

2025-2026 სასწავლო წლის დასასრული:
პირველკლასელებისთვის – 27 მაისი;
მეთორმეტეკლასელებისთვის – 20 მაისი;
ყველა სხვა – 15 ივნისი.

ზაფხულის არდადეგები:

27 მაისი/15 ივნისი-15 სექტემბერი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური