რომელ მასწავლებლებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა ალტერნატიულ სწავლებაზე – ცვლილება ესგ-ში
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ცვლილებები შევიდა. განათლების მინისტრის ახალ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ასეთი მოსწავლეებისათვის შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება, ალტერნატიული სასწავლო გეგმა კი გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს.
ალტერნატიული სასწავლო გეგმა განკუთვნილია მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში და ასევე შინ სწავლებისას.
ბრძანების ახალ ჩანაწერში ნათქვამია, რომ ალტერნატიული სასწავლო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია:
- სპეციალიზირებულ სკოლაში – საგნის მასწავლებელი.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – საგნის მასწავლებელი სპეციალურ მასწავლებელთან ერთად.
- შინ სწავლებისას – ყველა ის მასწავლებელი, რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს.
იხილეთ დოკუმენტი: ალტერნატიული სასწავლო გეგმა
„მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ალტერნატიულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება XXIX, XXX, XXXI და XXXII თავებით. XXIX თავის შემდეგ დაემატოს XXX – XXXII თავები და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში, რომელიც 31 დეკემბერს არის ხელმოწერილი.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება