რომელ უნივერსიტეტებს გაუუქმდათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – საბჭოს გადაწყვეტილებები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთ პროფესიულ კოლეჯს ავტორიზაცია გაუუქმდა, ხოლო ოთხ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ერთ აკადემიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება ჩამოართვეს.
EDU.ARIS.GE პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 8 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებების მიზეზებს უკვე არკვევს, იქამდე კი პროფესიული კოლეჯისა და იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებსაც გადაწყვეტილებები შეეხოთ:
ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯს გაუუქმდა ავტორიზაცია – გადაწყვეტილება 420759. 26/04/2022
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – გადაწყვეტილება 420760. 26/04/2022
სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – გადაწყვეტილება 420778. 26/04/2022
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – გადაწყვეტილება 420779. 26/04/2022
შპს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართული აკადემიას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – გადაწყვეტილება 420780. 26/04/2022
შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება – გადაწყვეტილება 420781. 26/04/2022
“გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე – მიმდინარე წლის 26 აპრილიდან”, – წერს განათლების ხარისხის ცენტრი გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- გამოქვეყნდა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების განრიგი და დავალებათა ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
- 20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო by პროფესიული განათლების ამბები