არა რუსეთს!- სტუდენტები დღეს მშვიდობიან აქციას გამართავენ
20 ივნისს საქართველოს პარლამენტში და შენობის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს სტუდენტები ეხმაურებიან და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ 18:00 საათზე მშვიდობიან აქციას გამართავენ.
„20 ივნისს განვითარებული მოვლენები კერძოდ, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილის დაკავება და მიმართვა, მისი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული ღირსებისა და ინტერესების შელახვა, იმ ადამიანების ღვაწლის არაფრად ჩაგდება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს,რათა გვეცხოვრა ერთიან და თავისუფალ ქვეყანაში. ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რომელმაც გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა, გააუქმა ავტოკეფალია, რომელიც ცდილობდა და ცდილობს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გააქროს მსოფლიო რუკიდან, ხელს უშლის ჩვენს სწრაფვას დასავლურ სამყაროსკენ, დღეს ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ვხედავთ პარლამენტის ტრიბუნაზე. თავის მხრივ, ქართველი სტუდენტების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ქვეყანაში დაწყებული ყველა ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად მამოძრავებელ ძალას სწორედ რომ სტუდენტები, უფრო კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,შესაბამის ღირებულებებზე აღზრდილი სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც საქართველოს მომავალი შეუნარჩუნეს.
“დღეს ჩვენი ვალია მათი გზა განვაგრძოთ, მოვიქცეთ ისე ,როგორც იქცეოდნენ თსუ-ის სტუდენტები იმ ეტაპზე, როცა ჩვენს ქვეყანას მათი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებოდა. ჩვენი მოწოდება რჩება პოლიტიკის მიღმა და გამომდინარეობს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სიყვარულიდან და მის წინაშე ჩვენი ვალდებულებებიდან. დღეს, 21 ივნისს,18:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის წინ , შევიკრიბებით და გავმართავთ მშვიდობიან (მჯდომარე) აქციას. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. რუსეთი ოკუპანტია“! – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
გუშინ პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე – “სირცხვილია!” უამრავი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არაერთი სტუდენტი და ახალგაზრდა. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენა.
თ.ვ.
- რომელ პედაგოგს რამდენით მოემატება ხელფასი აპრილიდან – თამარ სანიკიძე მასწავლებელთა ხელფასების ზრდის დეტალებზე by ARIS.GE-განათლება
- 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტები ყველა გამოცდას ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ by ARIS.GE-განათლება
- 15 000–ზე მეტ პედაგოგს გარე დაკვირვების გავლისას 2 ვიდეო გაკვეთილის ჩაწერის ვალდებულება ექნება by ARIS.GE-განათლება