2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტები ყველა გამოცდას ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე აპლიკანტებს ყველა გამოცდის ჩაბარება ელექტრონული ფორმატით მოუწევთ. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
ზოგადი უნარების გამოცდას აპლიკანტები მთლიანად ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ. გარდა იმისა, რომ აპლიკანტებს დავალების ნაწილი კომპიუტერზე ექნებათ, მათ მთლიანი ტესტის შევსებაც ელექტრონულად მოუწევთ. აღნიშნულის საშუალებას კი ის მოცემულობა იძლევა, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ყველა კითხვა დახურულ ბოლიანია, ანუ აპლიკანტს წერა არ უწევს და შეთავაზებული სავარაუდო პასუხებიდან ერთს ირჩევს. დანარჩენი ყველა გამოცდა ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება. აპლიკანტები კომპიუტერებით გაცემენ პასუხს ყველა დახურულ ბოლოიან ანუ არჩევით პასუხიან დავალებას. ხოლო იმ დავალებებს, რომელიც გამოანგარიშებას და მსჯელობას საჭიროებს აპლიკანტები დავალების ფურცელზე შეასრულებენ.
,,ერთდროულად არ გვინდოდა ბევრი სიახლის შეთავაზება, ამიტომაც, როგორც იცით, წელს მხოლოდ დავალების ნაწილი იქნება ელექტრონული ფორმატის. 2017 წელს კი ვფიქრობთ და ვვარაუდობთ რომ ყველა საგანის გამოცდის შევსებაც აპლიკანტებს მოუწევთ ელექტრონულად. მხოლოდ გასათვალისწინებელია, რომ იმ ბლოკების, სადაც დახურული კითხვები შედის. ესეთი დახურული ბლოკები ყველა საგნის გამოცდას აქვს. ღია დავალებებს კი აპლიკანტები ფურცელზე დაწერენ. ზოგად უნარებში ყველა კითხვა დახურულ ბოლოიანია. მათემატიკაში 30 კითხვაა დახურულ ბოლოიანი ათი არის ღია. სწორედ ამ ათს დაწერენ ფურცელზე და დანარჩენს კომპიუტერით გასცემენ პასუხს,“- განაცხადა EDU. ARIS.GE-სთან საუბარში მიმინოშვილმა.
აღნიშნული ცვლილება შეეხებათ როგორც აბიტურიენტებს და სტუდენტებს ასევე მაგისტრობის მსურველებს და პედაგოგებს.
დაგეგმილი ცვლილების შედეგად კი აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს გამოცდის დასრულების შემდეგ ადგილზევე გაეცნონ.
რას მიიჩნევს მაია მიმინოშვილი ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოცდების მინუსად და პლუსად
მეტი ინფორმაცია ელექტრონული ფორმატის შესახებ
ეკა არის© წივწივაძე
-
განათლების მინისტრის მოადგილემ გაამხილა – რომ არა ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ბევრი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს უფლება აქვთ, საბაზო და საშუალო საფეხურზე ფორმები შემოიღონ – მოსწავლესა და მასწავლებელს კი შეუძლიათ, მასზე უარი თქვან“
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
by ARIS.GE-განათლება