GE

რუსთავში 27 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში 27 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის 18 საჯარო სკოლის, ხოლო 9 კერძო სკოლის პედაგოგია.

როგორც  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ  ეს ფაქტი რუსთავის სკოლებში სწავლის განახლებას ხელს არ შეუშლის.

“კრიზისი ამ ეტაპზე არ დგას. თვითონ სკოლა გადაწყვეტს მასწავლებლებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ან დისტანციურ სწავლებაზე დატოვებენ, იმ შემთხვევაში თუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, ან სხვა მასწავლებლით შეცვლიან”,- განაცხადეს განათლების სამინისტროში.

რუსთავი იმ სამ დიდ ქალაქს შორისაა, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეს განახლდა.

წყარო: inforustavi.ge

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური