საბაუნი ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრების შესარჩევ კონკურსს აცხადებს
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა რეგისტრაციას სოციალური მეცნიერებების, თეოლოგიის, სამართლის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების საბჭოს წევრობაზე.
საბაუნის მიერ დღეს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფაკულტეტის საბჭოში ჩართულობა წარმოადგენს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის აკადემიური და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობა ჰქონდეთ.
საბჭოს წევრობა გაძლევთ საშუალებას:
- წარმოადგინოთ სტუდენტების ინტერესები;
- ჩაერთოთ უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებების დაგეგმვასა და განხილვაში;
- გახდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ნაწილი.
რეგისტრაცია 17 სექტემბრიდან დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გაიაზრე შენი როლი და შესაძლებლობა, გახდი სტუდენტების წარმომადგენელი უნივერსიტეტის საბჭოში!
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი