SABAUNI-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი ELFA-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრო

საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიოგი გორაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის სამართლის სკოლების ასოციაციის (ELFA) გენერალური ასამბლეაში, რომელიც მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა. საიუბილეო შეხვედრის თემა იყო „ იურიდიული განათლება თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის“ და ეძღვნებოდა ასოციაციის 30 წლიან საქმიანობის შეჯამებას. გენერალურ ასამბლეას, რომელსაც ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტი მასპინძლობდა, ესწრებოდნენ სამართლის სკოლის წარმომადგენლები, პროფესორები და მკვლევარები როგორც ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნიდან.
გენერალური ასამბლეა 23 აპრილს გაიხსნა ოფიციალური მიღებით, ხოლო შემდეგი ორი დღე მთლიანად კონფერენციას ჰქონდა დათმობილი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ხუთ სხვადასხვა პანელში, სადაც განიხილეს იურიდიული განათლების საკითხები ყველა პერსპექტივით: სამართლებრივი ტრადიციების როლიდან და ტექნოლოგიური სიახლეების გავლენიდან დაწყებული — სამართლებრივი კვლევისა და პროფესიულ პრაქტიკას შორის კავშირის, სტუდენტების მოლოდინების ცვლილებისა და ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გავლენით დამთავრებული. მომხსენებლები წარმოადგენდნენ სამართლის ფაკულტეტებსა და ინსტიტუტებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ესპანეთი, შეერთებული შტატები, ბულგარეთი, თურქეთი, კოსოვო, საქართველო, რუმინეთი და გაერთიანებული სამეფო, რაც მულტიპერსპექტიულ და მრავალფეროვან შეხედულებებს უზრუნველყოფდა.
ასამბლეის დასკვნით დღეს, მონაწილეებმა აირჩიეს ახალი პრეზიდენტი და ბორდის წევრი. ხმათა უმრავლესობით, შემდეგი ერთი წელი, ასოციაციას გემა ტომას მარტინესი,
დეუსტოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი უხელმღვანელებს. ასევე, ცნობილი გახდა შემდეგი გენერალური ასამბლეის ჩატარების ადგილი და დრო.
2026 წლის 15-17 აპრილი, რომელსაც დეუსტოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს (ესპანეთი).
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტი დაემატა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მასშტაბურ საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
ღია კარის დღე SABAUNI-ში – შენი პირველი ნაბიჯი დიდი შესაძლებლობებისკენ! by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი