საბაუნიმ კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა კათოლიკურ უნივერსიტეტთან (Catholic University of Applied Sciences – Katho, გერმანია).
უნივერსიტეტის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობების გაღრმავება და მრავალმხრივი თანამშრომლობა, რაც მოიცავს:
- სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას;
- ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას;
- საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებსა და პერსონალს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად. გერმანულ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის როგორც აკადემიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით“, – აცხადებს საბაუნის კანცლერი ნათია შეყილაძე.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი