საბაუნის ადმინისტრაციული გუნდი სამუშაო ვიზიტით კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული გუნდი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Katho) იმყოფებოდა.
უნივერსიტეტის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის პროგრამა როგორც ადმინისტრაციული მიმართულებების შესწავლას, ისე კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავდა.
საბაუნის წარმომადგენლებმა მოინახულეს Katho-ს სხვადასხვა დეპარტამენტი, დაესწრნენ სამუშაო შეხვედრებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების სესიებში.
ვიზიტი განხორციელდა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავდა.
თანამშრომლობის გაგრძელების ფარგლებში, 2026 წლის ივნისში, კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ეწვევიან, რაც უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი