საბაუნის მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებულია.
ცენტრმა გაიმარჯვა 2025 წლის კონკურსში — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების მხარდაჭერა — პროექტით „გაყალბებული ისტორიის მხილება: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაგალითზე.“
პროექტის ფარგლებში მოხდება 2024 წელს გამოცემული წიგნის – „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ისტორია“ – შესწავლა, გაანალიზება და შეფასება.
კვლევის ფარგლებში შესასწავლი წიგნის შინაარსი სრულიად აცდენილია რეალურ ისტორიას, რომელსაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება იცნობს საქართველოს შესახებ.
პროექტის მიზანია საქართველოს ისტორიის წყაროებთან და სხვა გამოცემებთან ამ წიგნის შედარება, თითოეული გაყალბებული ფაქტისა და ამბის გამოვლენა, მათი აღრიცხვა და კვლევის შედეგებში ჩვენება.
პროექტის შედეგების გამოქვეყნება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი