საბაუნის სტუდენტებმა გიდის პროფესია მოირგეს და ძველი თბილისის ტური ინგლისურ ენაზე ჩაატარეს
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, შორენა გოგიაშვილის ორგანიზებით, I და II კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში, რომლის ფარგლებშიც, რეალურად მოირგეს გიდის პროფესია და ძველი თბილისის ტური ინგლისურ ენაზე ჩაატარეს.
უნივერსიტეტის მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტებმა ხელმძღვანელს ინგლისურ ენაზე გააცნეს თბილისის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ტოლერანტობის ტრადიცია. ტურის ფარგლებში ისინი ეწვივნენ კათოლიკურ ეკლესიას, სინაგოგას, მეჩეთს, ანჩისხატს, სიონის ტაძარს, ასევე შარდენის ქუჩა, აბანოთუბანი, მეტეხის ტაძარი და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
პროექტის მიზანი იყო სტუდენტების პრაქტიკული ენობრივი, პრეზენტაციული და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარების გაღრმავება რეალურ გარემოში, რაც მათ დაუვიწყარ გამოცდილებად ექცათ.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი