საბაუნის სტუდენტი Erasmus+ KA171 პროგრამით ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი სალომე ახალაძე Erasmus+ KA171 სტუდენტების მობილობის პროგრამით ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის.
საბაუნის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს გაატარებს.
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მხარდაჭერით TalTech-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. ველოდები, რომ პროგრამა გამაძლიერებს როგორც აკადემიურად, ისე პროფესიულად, განსაკუთრებით IT-სამართლის სფეროში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება LegalTech-ის ინოვაციური პროექტების გაცნობა და მუშაობა მრავალფეროვან საერთაშორისო გუნდებში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა წარმოადგენს შესაძლებლობას, გამოვცადო საკუთარი თავი სრულიად ახალ საგანმანათლებლო და სოციალური კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს ჩემი პროფესიული და აკადემიური მიზნების განხორციელებაში”, – ამბობს სალომე ახალაძე.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი