საბაუნისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა გაიმართა
ევროპის საბჭოსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ხუთდღიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა.
ღონისძიება – „მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამართლებრივი მექანიზმებით“ 28 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით, კახეთში ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 სტუდენტი მონაწილეობდა.
ინტენსიური პროგრამა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა მომავალი იურისტების აღჭურვას იმ ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რომლებიც აუცილებელია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის.
სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ. ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ აკადემიური სტატიების მომზადებაში, რომლებიც უნივერსიტეტის სპეციალურ გამოცემაში გამოქვეყნდება.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი