საბაუნიში 2025-2026 შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატების გამოვლენა დაიწყო
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის შემოდგომის სემესტრის შიდასაუნივერსიტეტო სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო.
უნივერსიტეტის მიერ დღეს, 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტიპენდიატების გამოვლენა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება:
აკადემიური მოსწრება – 65 ქულა
აკადემიური მოსწრების კომპონენტი ნაწილდება ორად: ინგლისური ენა, რომელიც იკავებს 65 ქულიდან 35 ქულას, ხოლო დანარჩენი 30 ქულა ეთმობა სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს.
კურიკულუმსგარე აქტივობები – 35 ქულა
აქტივობად, სტიპენდიის გაცემის მიზნებისთვის, ითვლება:
- ფაკულტეტის ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიებში (როგორიცაა საჯარო ლექცია, კონფერენცია, ტრენინგი, სემინარი, ოლიმპიადა და სხვა დაგეგმვა-განხორციელებაში) მონაწილეობა;
- სტატიის გამოქვეყნება;
- უნივერსიტეტის PR აქტივობებში მონაწილეობა;
- სკოლებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაწესებულებებთან კავშირების დამყარება;
- და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობს საბაუნის სტუდენტი.
სტიპენდიატობის მსურველებმა შესაბამისი ფორმა 13 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ.
იხილეთ: დეტალური ინფორმაცია და სტიპენდიის გაცემის წესი
-
საბაუნიში, თემაზე „როგორ გამოვიყენოთ AI სწორად სწავლის პროცესში“, ტრენინგი გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის ინგლისური ენების ცენტრის ხელმძღვანელის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი