საბაუნიში სამუშაო შეხვედრა „ენობრივი განვითარების დარღვევა (DLD) – წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართა
27 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა „ენობრივი განვითარების დარღვევა (DLD) – წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ დღეს, 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრას თამარ კალანდაძე (PhD) – ოსტფოლდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ენობრივი და ნეიროგანვითარებითი მდგომარეობების მკვლევარი (ოსლო, ნორვეგია) უძღვებოდა.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი