საბავშვო ბაგა-ბაღებში თავისუფალი ადგილის მოლოდინში 25 – ათასამდე ბავშვია
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რამაზ სულამანიძე თემურ თორდინავამ ჩაანაცვლა.
როგორც Aris.ge-განათლებას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, სააგენტოში სხვა არსებითი საკადრო ცვლილებები ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.
“ცვლილებებს ამ ეტაპზე მხოლოდ პროგრამულ ნაწილში ვგეგმავთ. მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბაგა-ბაღებში სწავლა უფასო გახდა, ბაღებზე მოთხოვნა გაიზარდა და დღეს 25 ათასამდე ბავშვია თავისუფალი ადგილის მოლოდინში. ჩვენ ჯერ-ჯერობით მათ მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან ბაღებში საკმარისი ადგილები არ არის. წლის ბოლომდე რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოებს ვგეგმავთ, რათა ჯგუფების რაოდენობა გავზარდოთ. შემოდგომაზე კი საპროექტო მომსახურებას შევისყიდით, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ და 10 ბაღის მშენებლობა დავიწყოთ,”-განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ ბაღების მართვის სააგენტოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
ქალაქის მერის თქმით, თანამშრომლობა უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს.
“გვინდა რომ ბაღებსა და სკოლებს შორის უფრო აქტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა იყოს. უწყვეტი განათლების გარდამავალი პერიოდისთვის ბავშვები უფრო მომზადებულები უნდა იყვნენ. ჩვენ ბაღის კონტინგენტს უფრო მეტად მოვამზადებთ, რათა მათ სკოლაში ადაპტაცია არ გაუჭირდეთ,”- აღნიშნა Aris.ge-განათლებასთან საუბარში დედაქალაქის მერმა.
ეკა არის© წივწივაძე
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება