სად უნდა შეავსოს მოსწავლის მშობელმა განაცხადი თუ დისტანციურ სწავლებას ირჩევს და როგორ დაკომპლექტდება კლასები
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში ან რუსთავში ცხოვრობენ და სურვილი აქვთ დაწყებითი საფეხურის ბავშვმა სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელოს, ელექტრონული განცხადების ფორმის შევსებას ურჩევს.
„თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში და არის პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეების კატეგორიაში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ და თქვენი შვილი საგაკვეთილო პროცესში სახლიდან ჩაერთოს. იმავე შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლიათ ფოთისა და გორის სკოლების ნებისმიერ საფეხურზე (I-XII) მყოფ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ამისათვის საჭიროა განაცხადის გაკეთება საიტზე: online.emis.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისი შეტყობინება მოსწავლეების მშობლებს საჯარო სკოლებმაც გაუგზავნეს. სკოლების ინფორმაციით, ონლაინ კლასების დაკომპლექტება შემდეგი წესებით უნდა მოხდეს:
შესაძლებელია I-VI კლასებში შეიქმნას ონლაინ სწავლების კლასი (კლასების მიხედვით), რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური/ონლაინ ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები (ერთი ან პარალელური კლასიდან/კლასებიდან).
შესაძლებელია სკოლაში ყველა ფინანსურ კლასთან (ჩვეულებრივი კლასი, რომლის მასწავლებელსაც სამინისტრო აფინანსებს ავტ.) შეიქმნას ონლაინ სწავლების კლასი, რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური/ონლაინ ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები იმ კონკრეტული კლასიდან;
ასევე შესაძლებელია პარალელური კლასებიდან შეიქმნას ერთი დისტანციური კლასი, რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური/ონლაინ ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან