GE

საჯარო ბაგა-ბაღების არდადეგების წლიური განრიგი

საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო წლის ხანგრძლოვობა და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სამუშაო რეჟიმი განისაზღვრა.

სპეციალური დებულების თანახმად, სასწავლო სააღმზრდელო წელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 1-ლ სექტემბერს დაიწყება და 25 ივლისს  დასრულდება.

საშობაო არდადეგების პერიოდი 29 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გასტანს, ხოლო 8 იანვრიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

რაც შეეხება, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების პერსონალის საშვებულებო პერიოდს – პერსონალი შვებულებას 26 ივლისიდან დაიწყებს, რომელიც 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. სამსახურში კი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების პერსონალი 25 აგვისტოს გამოცხადდება.

საბავშვო ბაღების სამუშაო საათები შესაძლოა, 20:00 საათამდე გახანგრძლივდეს

იანვრიდან ბაღებში კვების რაციონი გაუარესდა – ბავშვების შიმშილობა თუ ევროსტანდარტები?

როდიდან გახდება საჯარო ბაღები ფასიანი – თბილისის ვიცე მერის პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური