საჯარო და კერძო სკოლები არაგრიფირებული წიგნებით სწავლებას შეძლებენ – სამინისტროს გადაწყვეტილება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები შეძლებენ, რომ სასწავლო პროცესში სახელმწიფოს მიერ არაგრიფირებული სახელმძღვანელოები გამოიყენონ.
როგორც გიორგი ამილახვარის უწყება განმარტავს, ამისთვის მათ სამინისტროსთან შეთანხმება დასჭირდებათ.
„დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები”, – წერია უწყების 21 ნოემბრის ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო არ აკონკრეტებს რას გულისხმობს ან მოიაზრებს შეთანხმება და რა დათქმებზეა საუბარი, ან რა ფორმით შეთანხმდება რომელ არაგრიფირებულ სახელმძღვანელოს მიანიჭებს პრიორიტეტს.
უწყება მხოლოდ იმას გვიანონსებს, რომ “პარალელურად მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რომელშიც ჩართულები არიან მოქმედი მასწავლებლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება”.
ასევე იხილეთ:
რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე