საჯარო სკოლები, სადაც სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატები 5 დღის ვადაში წარედგინებათ – სია და პროცედურა
განათლების სამინისტრო ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიას აქვეყნებს და განმარტავს, რომ დირექტორობის მსურველმა პირმა სიაში საკუთარი თავი უნდა გადაამოწმოს უნიკალური ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.
გიორგი ამილახვარის უწყების ცნობით, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
ჩამონათვალი და სია რეგიონების მიხედვით:
თბილისი
იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი
გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი
კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი
აჭარა
განათლების სამინისტროს განმარტებითვე, დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.
დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასევე წარუდგენს:
- დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
- განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
- სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
- ცნობას ნასამართლობის შესახებ;
- ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ასეულობით სკოლაში სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენილია თითო-თითო კანდიდატი, რამაც სასკოლო საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია.
ამავე თემაზე:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო