GE

საჯარო სკოლებმა პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობა 2 ივნისის ჩათვლით უნდა განსაზღვრონ

საჯარო სკოლებმა პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობა 2 ივნისის ჩათვლით უნდა განსაზღვრონ. შესაბამის ბრძანებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 31 მაისს მოაწერა.

„2021-2022 სასწავლო წელს სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადა დადგინდეს 2021 წლის 01 ივნისიდან 2021 წლის 02 ივნისის ჩათვლით“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ამჟამად, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის 13 მაისს – 09:00 საათზე დაიწყო და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მშობლებს საშუალება ექნებათ საბუთები სკოლაში წარადგინონ ელექტრონული ფორმით.

რაც შეეხება IV ეტაპს, ის 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – პროცედურა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური