GE

„საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 9 172 მოსწავლე სწავლობს, კერძოში – 231“ – საქსტატის 2021 წლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, დღეს, 22 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის ახალი ინტერაქტიული პორტალი წარადგინა. პორტალზე ასახულია საქსტატში არსებული ყველა ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლე სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

საიტზე მოვიძიეთ უახლესი, 2021 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 9 172 მოსწავლე სწავლობს. კერძო სკოლებში კი მათი რიცხვი ბევრად დაბალია და მოსწავლეთა რაოდენობა 231 შეადგენს.

საქსტატის ცნობით, რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების რაოდენობას, საჯარო სკოლებში მათი რიცხობრიობა 93-ია, კერძოში კი მხოლოდ 4.

რაც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სსსმ პირების რიცხოვნობას, საქსტატი ასეთ მონაცემებს გვთავაზობს:

ასევე იხილეთ:

რამდენი სსსმ მოსწავლის სწავლებისათვის მიიღებს სკოლა 16 800 ლარს – მინისტრის ბრძანება

სად აწყდება სსსმ მოსწავლე მიმღებლობის პრობლემას და როგორია მისი გადაჭრის გზები

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური