საჯარო სკოლის დირექტორებითვის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის ტრენინგები მიმდინარეობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე საჯარო სკოლის დირექტორთა ტრენინგის „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ მიმდინარეობას გაეცნენ.
საჯარო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგები მოიცავს შემდეგ თემებსა და საკითხებს:
- ადამიანური რესურსების მართვა და შრომითი ურთიერთობები;
- სასწავლო პროცესის ადმინისტრირება;
- ადმინისტრაციული საქმისწარმოება, კონტროლი და ანგარიშვალდებულება;
- მატერიალური რესურსების განკარგვა და კონტროლი;
- სახელმწიფო შესყიდვების განხორცილება;
- ფინანსების განკარგვა და კონტროლი.
„ტრენინგი მაქსიმალურად ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე, რომელიც დირექტორს დაეხმარება სკოლის ადმინისტრირების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში“ – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერვნული ცენტრის დირექტორმა.
ტრენინგმოდული „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ ერთბლივად შემუშავდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და ცენტრის მიერ. მისი მიზანია სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის სპეციფიკური უნარ- ჩვევების გამომუშავება და მართვის ხარვეზების პრევენციის გზების გაცნობა.
პროგრამას „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის.
-
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები by მასმედია