GE

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა მიერ დოკუმენტების წარდგენის ვადები დადგინდა – დეტალები

საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა წარდგენის ეტაპი იწყება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განსაზღვრა. ამისთვის კი, სკოლის დირექტორობის უფლების მქონე პირებს სულ 7 დღე ექნებათ.

განათლების სამინისტროს მიერ დღეს, 20 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.

ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 21 ივნისიდან, 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 21 ივნისს, 10:00 საათზე და დაიხურება 27 ივნისს, 00:00 საათზე.

რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 29 ივნისის 09:00 საათიდან 29 ივნისის 00:00 საათამდე.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

პირადობის ან პასპორტის ასლი;
ფოტოსურათი 3X4;

სამოტივაციო წერილი.

ასევე იხილეთ:

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური