საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის 8000-ზე მეტი ოქროს და ვერცხლის მედალი დამზადდება
წარჩინებული მოსწავლეებისა და ახლა უკვე სტუდენტებისთვის მედლების გადაცემისთვის განათლების სამინისტრომ მრავალჯერ გადადებული პროცესი დაიწყო. 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლებს რამდენიმე თვეში გადასცემენ.
სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. შესყიდვის ობიექტის დასახელებაა: 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლების და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება და მოწოდება.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი. ჩასადები ყუთების საერთო რაოდენობა კი 8735-ია.
დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დასამზადებელი მედლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.
დაინტერესებული კომპანიებისგან წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებული ფირმა გამოვლინდება, მან მედლების დამზადება და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეძლოს. პროექტისთვის სახელმწიფო ჯამში 275`650.00 ლარს გადაიხდის.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი
